Jump to content
Planeta.Ge

ონლაინ კონფერენცია რამაზ საყვარელიძესთან


Recommended Posts

პარასკევს , 20 ივლისს 14.00 საათზე პლანეტა ჯის სტუმარი იქნება რამაზ საყვარელიძე.

თემა:კვლევები, მეთოდოლოგია,რეიტინგები და ნდობის ხარისხი

გთხოვთ დაუსვათ კითხვები

http://4.bp.blogspot.com/_iE7JNE4tMXk/SRoSeqxleMI/AAAAAAAAAiM/9LKN5UdMtzw/s320/Sakvarelidze-Ramaz.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ დებს თქვენი აზრით ნდი ასეთ ფანტასმაგორიულ შედეგებს?

 

მაგალIთად, 27 % ივანიშვილს ქუჩაში მიყვება უპირობოთ, მაგრამ ხმას აძლევს 18%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო რამაზ,: თქვენი პოლიტიკური პროგნოზები რა პროცენტით სრულდება ხოლმე?. არ მიგაჩნიათ რომ საქართველოში არ არსებობენ აბსოლუტურად ობიექტური ექსპერტები? რატომაა ასე ძნელი აბსოლუტურად დამოუკიდებელ ექსპერტად ყოფნა. ეს ეხება ვინც გაცნობიერებულადაა კონფლიქტის მხარე მაგ: ბოლოთაშვილი ან ს.ცისკარიშვილი, ან ემოციური და ინტელექტუალური შეზღუდულობის გამო კონფლიქტის მხარედ ქცეული ექსპერტებს. ეს ამ პროფესიის დაუფასებლობის გამო ხდება თუ მოსახლეობის დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო? და რამდენად მისაღებია დღეს საქართველოსათვის რუსეთის ლობისტი ექსპერტები? Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო რამაზ,ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ ვიღებთ უფრო მეტ "ოპოზიციონერს" - მაგ: ქართულ თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, ასევე სხვა დაყადარებული თუ გაკოტრებული ბიზნესი და მათი წრე... შეიძლება ამას შეგნებულად აკეთებდეს ხელისუფლება?? თუ ვერ ხვდება?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაციონალები სიის დაკომპლექტებას აგვიანებენ (ინფორმაციოები არ გამოდის), თქვენი აზრით, რა პრონციპით შეიძლება დააკომპლექტონ სია? შეიძლება დაბალრეიტინგული ნაციონალები "ჩააჩოჩონ" და გადამალონ, როგორც ადრე ნადირაძე და ბოკერია გადამალეს? ან როგორ ახალს ახეებზე გააკეთონ აქცენტი??

 

ნაციონალებისა და იგივე ქართული ოცნების მიერ მაჟორიტარი კანდიდატებისას აქცენტი უბრალოდ ცნობილ ადამიანებზე კეთდება და არა პროფესიონალებზე.. (მოჭიდავეები, მომღერლები, სპორტსმენები), როდის ეღირსება ამ ქვეყანას პოლიტიკური პარლამენტი??

გამოდის, რომ პოლიტიკური კულტურა არ იზრდება ამ ქვეყანაში??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეძლებს ოპოზიცია რეგიონებში საჭირო ხმების აღებას? მარტო "მასთ ქერი" უშველის ამ ამბავს??
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფსიქოლოგის პროფესიასთან დაგაბრუნებთ.

როგორ წარმოგიდგენნიათ ორივე მხარის მხარდამჭერების ემოციური პორტრეტი მოგების და წაგების შემთხვევაში .

რამდენად მოსალოდნელია რევანშიზმი ზოგადად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამოდენიმე შეკითხვა მეც მაქვს:

 

1) არ მიგაჩნიათ, რომ სირიაში მომხდარი ამბები ჩვენზე იმოქმედებს (ანუ გარკვეულწილად, ჩვენთანაც რაღაც მსგავს ამზადებენ ჩვენი მეზობლები)?

2) არ მიგაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" და ის რაც ხდება დღეს უკვე გავლილი ისტორიაა და როგორც მარქსი ამბობდა "ისტორია ორჯერ მეორდება, პირველად როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი". ანუ იდეურად რა განსხვავებაა ვარდების რევოლუციამდელ ნაციონალების იდეებსა და ქართული ოცნების იდეებს შორის?

3) როგორც ფსიქოლოგს კი გეკითხებით, ქართული საზოგადოება მზად არის იცხოვროს განსხვავებულ დემოკრატიულ სისტემაში, ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ოდესღაც ადამიანის უფლებების დამცველები ისეთ რეჟიმს ემსახურებიან რომელსაც წესით არ უნდა ემსახურებოდნენ, აქედან დასკვნა რომ მთელი ჩვენი ე.წ სამოქალაქო საზოგადოება არის ფარსი და როგორც კი ხელისუფლებას გააკარებენ, ხდებიან ისეთივე "ექსპერტები" როგორიც ჩოლოყაშვილებია და ისეთივე პოლიტიკოსები როგორიც "ბაჩო ახალაიაა".

4) ის სამოქალაქო საზოგადოება რაც არსებობდა საქართველოში და რაც არსებობს, ხომ არ მიგაჩნიათ რომ ფარსია - რადგან იმიტომ იქმნება რომ აიღოს გრანტი და იშლება როცა გრანტი არ არის. და საერთოდ რატომ გახდა გრანტიჭამიობა სამოქალაქო საზოგადოების სინონიმი?

5) მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღევანდელი ხელისუფლება თავის არსით, ქამედებით (და არა განცხადებებით) არის რუსეთუმე? (გაიხსენეთ რუსეთზე მიყიდული ეკონომიკა, აგვისტოს ომი)

6) ქართული საზოგადოება რამდენად იღებს ხელისუფლებების შეცვლაში რაიმე მონაწილეობას, ჩემი დაკვირვებით თუ უცხოეთიდან არ არის გარკვეული თანხმობა, თუნდაც მილიონი ადამიანი აქციაზე გამოვიდეს ის ვერ მოაწყობს რევოლცუიას, ხოლო თუ კი ხელისუფლების შეცვლა უცხოეთიდან მოდის (რუსეთი-ამერიკა) მაშინ 20 ათასი კაციც მოაწყობს რევოლუციას. ეთანხმებით ამ აზრს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო რამაზ, ვინ არიან ეს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია და ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომელთა ერთობლივი კვლევის შედეგებიც გამოქვეყნდა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცნობილია, რომ NDI და IRI - ზე დიდია სააკაშვილის ლობისტების გავლენა, ზოგიერთი მათგანი ამ ორგანიზაციის ლიდერიც იყო. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რამდენად ობიექტური იქნება მათი კვლევები?

 

 

ვინ აფინანსებს NDI და IRI-ს? ხომ ფაქტია, რომ ,,ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“....

 

 

რა სანდოობაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა უგულავას 60%-იანი რეიტინგი აქვს დაფიქსირებული, ხოლო გიორგი თარგამაძე ივანიშვილს უსწრებს.

 

 

ბატონო რამაზ, თქვენ გეცოდინებათ რა მეთოდიკით ატარებენ კვლევებს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციები, იგივე NDI-ი.

 

თუ იცით, მართლა ერთი და იგივე ხალხი ატარებს ამ კვლევებს NDI-სთვის შვიდი წელია?

 

კითხვებზე რას იტყვით, რამდენად სწორად არის ფორმულირებული. დაგვისახელეთ კითხვა, რომელიც, თქვენი აზრით, დააბნევს რესპოდენტს.

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო რამაზ, მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ წინასაარჩევნო ქცევის წესების შესახებ დეკლარაციაზე მინდა გკითხოთ. რა წერია მასში ისეთი, რასაც ქვეყნის კონსტიტუცია არ არეგულირებს?

 

მაინტერესებს, როგორ მოგეწონათ ივანიშვილის მიერ წარდგენილი მაჟორიტარების სია. თქვენი კოლეგა სოსო ცინცაძე თვლის, რომ მათგან 50%-ი არჩევნებში დამარცხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო რამაზ, როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ჰყავს უამრავი ემიგრანტი, მათ შორის უმეტესობა არალეგალია..(თითქმის ყველა აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას)

რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ:

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 11 ივლისის ბრძანებით, საკონსულო აღრიცხვაზე ვეღარ დადგებიან ის ემიგრანტები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან, ანუ არ იმყოფებიან ამ ქვეყანაში ლეგალურად. შესაბამისად ვერც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას...

 

მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

 

ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში;

 

ეს არის საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ. 1993 წელს მიღებული.

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო რამაზ, იცოდით , რომ ფეისბუქს მოსახლეობის 17% მოიხმარს? და რა აზრის ხართ სოციალურ ქსელებზე...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო რამაზ----------------როგორ ფიქრობთ რას იზამს ამერიკა

1)-თუ იქაურ არჩევნებს დაასწრებს ჩვენი არჩევნები და გაყალბდება

2)-თუ ამერიკაში რესპუბლიკელები გაიქაჩებიან და მერე აქ გაყალბდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...