newstudio Posted July 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2012 ,,ერთი კვირის წინ სააკაშვილი და ივანიშვილი შეხვდნენ ერთმანეთს და ვერ გავიგე, რატომ მალავენ ამას?!“_ ინტერვიუ ,,ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილთან. ,,ეგენი ერთად სხედან ამერიკის საელჩოში, ერთად ადგენენ მეორე დღის გეგმას, ხოლო დანარჩენ შუალედებში სააკაშვილსა და ივანიშვილს ერთმანეთში მუდმივი სატელეფონო კონტაქტი აქვთ(!!!). სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და რატომ მალავენ ამას, ვერ გავიგე(!!!)_ აცხადებს ნათელაშვილი. ,,დიახ, ერთ-ერთ ძალიან წმინდა დაწესებულებაში შეხვდნენ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს და არ მინდა ახლა იმ წმინდა დაწესებულების დაკონკრეტება!...ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და მოილაპარაკეს სიებზე, თუ საიდან რამდენი კაცი გავა და შეთანხმდნენ კიდევაც!.. ეს არის უბინძურესი თამაში, რომელშიც უბრალო ხალხი იჭყლიტება!...“ (,,კვირის ქრონიკა“№29(551); ავტორი:დიტო ჩუბინიძე) პ.ს. მერე უკვირს რეიტინგი რატო დამივარდაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted July 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2012 გამორიცხული არაა რომ მათ შორის სეპარატული მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდეს....მაგრამ პირადად რომ შეხვდნენ ამისათვის ორივე კურდღელია.....შალიკოს პროცენტს რაც შეეხება ყოველთვის მერყეობდა 3-5% და მომავალსიც ესე იქნება, რუსეთუმეების ფრონტზე დიდი კონკურენცია გაჩნდა მასტორა ბიძინას გამოჩენით ისე რომ შალიკოს მოუწევს მხოლოდ სოციალური დემაგოგიის მქონე ანეკდოტების გახმოვანება...დაახლებით ეს პროცენტი აქვთ ხოლმე საბერძნეთის კომუნისტებს, გერმანიის ფაშისტებს, ამერიკის(ჩრდ ამერიკის) პროფკავშირებსა და გეების ინტერესების პარტიებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2012 ტქვენ რომ გაგიცამტვერდებათ ეგ რეიტინგი... მერე გაიკვირვეთ რატომო...მე შენ გეტყვი და ტყუილს ამბობს ამჯერად რამეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted July 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2012 ერთ-ერთ ძალიან წმინდა დაწესებულებაში შეხვდნენ წმინდა დაწესებულება რომელია??? არ გამოვრიცხავ შალიკოს ვერსიას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marcus Posted July 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2012 შალვა იტყუება, ძალიან ადვილია ამოიცნო როდის იტყუება შალვა და როდის არა, თუ ის საუბრისას ხმარობს სიტყვებს: "ვიცი მაგრამ დასახელებისაგან თავს შევიკავებ", ტყუილს ამბობს, ხოლო თუ საუბრისას დეტალებში აკონკრეტებს "წმინდა დაწესებულების" კარის სახელურის ფორმასაც კი, მაშინ სიმართლეს იძახის. ამ შემთხვევაში შალვა იტყუება და იტყუება იმიტომ რომ იცის, მის ყივილს ისევე არავინ აქცევს ყურადღებას, როგორც ძაღლის ყეფას ქარავანის მსვლელობისას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2012 შალვა ადრე უფრო ქაჩავდა. ბოლო დროს სტრატეგია-ტაქტიკაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თანაც ნერვებმაც უმტყუნა, პრეზიდენტობას აპირებდა და დაემსხვრა ოცნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted July 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2012 შალიკო ნომერი პირველი არასოდეს არ ყოფილა ისეთი გულუბრყვილო რომ მართლა ეფიქრა საქართველოში მაგას პრეზიდენტად აირჩევდნენ ეს იქნებოდა დაახლოებით ისე რომ ელდარ ლუკა კურტანიძეს ვინმე მაკრო და მიკროკოსმოსზე სერიოზულად ესაუბროს.... დუშელმა თვითნასწავლმა დემაგოგმა იპოვა ნიშა ქართულ პოლიტიკაში რუსეთის შავრაზმული იდეების დეკლამატორისა და ამით მოიწყო ცხოვრება.....ერთი ხანი რასაც რუსეთი ფიქრობდა მაგრამ ცხვენოდა ეთქვა შალიკო ახმოვანებდა მაგას და არ ყოლია სწორი და ტოლი მაგ საქმეში.....მერე ძალიან გაბაზრდა მასტერ შალა, ამასთან ახალგაზრდა კოლლაბორაციონისტებმა(მშიერმა კობამ, კუკავამ, ნოღაიდელმა და ბოლოს თვით ბორია-ქველმოქმედმა) ზურგში სუნთქვა დაუწყეს ამიტომ დღეს შალიკოს რუსულიდან უხეიროდ თარგმნილ ზატულინის განცხადებების დახეთქების დრო წავიდა....ეხლა მასტერ შალა თავისუფალი მსროლელია ვინც ერთი ორ კაპიკს გადმოუგდებს იმის გულისთქმას ახმოვანებს...მაგრამ ჰონორარები შემცირდა....დრო მოვა და შალიკო პურის ჭამაზეც შეასრულებს შეკვეთებს: "O tempora o mores!". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.