Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/zurabishvili4-300x192.jpg“საქართველოს გზის” საპატიო ლიდერი სალომე ზურაბიშვილი კოალიცია “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა დღეს “თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“მე ჩემს პარტიის და პირადად ჩემი სახელით, კოალიცია ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას ვუცხადებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ნამდვილი ქართული ძალა, ალტერნატივა, რომელსაც ამ ხელისუფლების შეცვლა შეუძლია, ბიძინა ივანიშვილი კი თავისი წარსულიდან გამომდინარე, არის ღირსი, რომ ამ ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმ მხარდაჭერისა, რომელსაც კოალიციას უცხადებს, ის არ აპირებს კოალიციის რიგებში გაწევრიანებას და თავისი პარტია დამოუკიდებელ საქმიანობას გააგრძელებს,თუმცა კოალიციასთან აუცილებლად ითანამშრომლებს.

“დღეს შევხვდი ბატონ ბიძინას და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განვიხილეთ, მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში, იმ პოსტზე, რაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა

მისივე თქმით, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეცვალოს ის არსებული მდგომარობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნა.

“დღევანდელი სიტუაცია არის საგანგაშო, ხელისუფლება საქართველოს სახელის და სახის განადგურებას ცდილობს, ცდილობს წარმოაჩინოს რომ, ეს არის შოვინისტების, ჩამორჩენილი, უკანდარჩენილი, არატოლერანტული ქვეყანა, რომლის შეცვლაც მხოლოდ მათ შუძლიათ”, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...