Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “იდენტობა” ჯანდაცვის სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/Transgenderi3-300x199.jpgორგანიზაცია “იდენტობამ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის “სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ და 2007 წლის 27 სექტემბრის “სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებების გაუქმების მოთხოვნით საკონსტუტუციო სასამართლოს მიმართა.

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” “იდენტობიდან” აცნობეს.

კერძოდ, “სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ და 2007 წლის 27 სექტემბრის “სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების მიხედვით, “ჰომოსექსუალიზმი“ სისხლის დონორობისათვის წინააღდეგჩვენებაა, “იდენტობის“ წევრთა განცხადებით კი კანონის ეს ნორმა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა; ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. ორგანიზაცია „იდენტობას“ იურისტთა თქმით, გასაჩივრებული ნორმები დისკრიმინაციულია. კერძოდ, განსხვავებულ მოპყრობას აქვს ადგილი ორი სხვადასხვა ჯგუფის – ჰომოსექსუალების და ჰეტეროსექსუალების მიმართ. ასევე, მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებულ ნორმათა ტექსტის ფორმულირება, მისი ბუნდოვანებიდან გამომდინარე, სცდება დონორების მიერ გაღებული სისხლის ხარისხის უზრუნველყოფისა და სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზანს, რადგან ბრძანებათა ტექსტი სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას არა სარისკო სექსუალური ქცევის საფუძველზე, არამედ პიროვნების სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე კრძალავს.

ასევე, მათი თქმით მინისტრის ეს ბძანებულება არღვევს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქცევის საყოველთაო თავისუფლებას არსებითად განამტკიცებს და ითვალისწინებს პირის უფლებას, ჩააბაროს სისხლი და გახდეს სისხლისა და/ან მისი კომპონენტების დონორი.

როგორც ცნობილია, სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვა მაქსიმუმ 9 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს. „იდენტობას“ იურისტები იმედოვნებენ, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება და ზემოაღნიშნული ბრძანებების დისკრიმინაციული პუნქტები ანტიკონსტუტუციურად იქნება ცნობილი.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...