planetanews Posted July 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tugushi2.jpgსაქართველოს სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაატარონ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები, კარალეთის ინციდენტში მონაწილე სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების მიზნით.როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენის აპარატი კარალეთში, მოსახლეობასთან “ქართული ოცნების” შეხვედრისას მომხდარ ფაქტზე ახსნა-განმარტებებისა და ინფორმაციის მოპოვებას განაგრძობს.“საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გორის მოქალაქეთა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე და ჟურნალისტი დაშავდა. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გორის საავადმყოფო “გორმედში” აქციის დაახლოებით 13 მონაწილე სხვადასხვა დაზიანებით იმყოფება. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე დაუკავშირდა დაშავებულ ჟურნალისტებს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან სააგენტო “ინფო-9″-ის წარმომადგენლები თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, “მე-9 არხის” ჟურნალისტები ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია “თრიალეთის” წარმომადგენლები ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი. ჟურნალისტთა ზეპირი განმარტებით, მათ ნაწილს დაზიანებული აქვს ტექნიკა და ამჟამად, შსს გორის სამმართველოში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გაატარონ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების მიზნით”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts