planetanews Posted July 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/trialeti-300x248.jpgტელეკომპანია “თრიალეთის” ინფორმაციით, კარალეთში მომხდარი ინციდენტისას მათ ჟურნალისტებზე ზოწოლა განხორციელდა.“კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში კოალიაცია `ქართული ოცნების~ ლიდერების დევნილებთან შეხვდრის გადასაღებად მისულ `თრიალეთის~ გადამღებ ჯგუფს ადგილზე მობილიზებულმა ბადრი ბასიშვილის ზონდერ-ბრიგადებმა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულმა პირებმა პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს. ერთ-ერთმა ქალბატონმა `თრიალეთის~ ჟურნალისტს მიკროფონი დაუმტვრია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტების დარბევაში მონაწილეობდნენ პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის ზონდერ ბრიგადების წევრები და ადგილობრივი მამასახლისები. ესენი არიან: გიგი გოჩაშვილი, ვანო მიდოდაშვილი, ლევან მაისურაძე, ბესო კახნიაშვილი. აქვე დაფიქსირდა პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის ავტომანქანაც. ეს არ არის `თრიალეთის~ ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის პირველი შემთხვევა. ჟურნალისტებზე თავდასხმის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ხაშურის რაიონში დაფიქსირდა, რის გამოც ჩვენ მივმართეთ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურას, თუმცა საქმე დღემდე გამოძიებული არ არის”, – აღნიშნულია “თრიალეთის” განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts