planetanews Posted July 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/08e2431e709a9e44e1e0985bbf8d4d3d-1.jpgტელეკომპანია “მეცხრე არხი” “მაესტროს” მიერ შემოტანილი სატელიტური თეფშების დაყადაღებას ხელისუფლების მიერ თავისუფალი მედიის დევნისა და შეზღუდვის მორიგ გამოვლინებად აფასებს.“რა საკვირველია, თეფშების დაყადაღების ერთადერთი ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ “მაესტროსა” და “მეცხრე არხის” ყურება რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა შეძლოს. ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, საზოგადოება დატოვოს განსხვავებული აზრისა და ობიექტური ინფორმაციის გარეშე”, – აღნიშნულია “მეცხრე არხის” განცხადებაში.ტელეკომპანიაში მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის შეზღუდვა ხელს შეუშლის მოქალაქეების მიერ თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.“მეცხრე არხი” მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისუფალი პრესის შეზღუდვა და მისცეს საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაციის თავისუფლად მიღების საშუალება.“მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმარონ ქართულ მედიას, რათა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა საქართველოში”, – აღნიშნულია “მეცხრე არხის” განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts