planetanews Posted July 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2012 ##image#9950#1#გორის რაიონის სოფელ კარალეთში ქართული ოცნების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა ქართული ოცნების აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჯგუფმა კოალიციის აქტივისტებს ქვები ესროლა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ინციდენტისას დაშავდა აგრეთვე, ერთ-ერთი ჟურნალისტიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომრის მანანა კობახიძის განცხადებით, კოალიციის მიერ სოფლის მოსახლეობასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ხელისუფლებამ პროვოკატორთა ჯგუფი შეგზავნა, რომლებმაც დაძაბულობა გამოიწვიეს.გორის რაიონის სოფელ კარალეთში დევნილებთან შესახვედრად კახი კალაძე, სოზარ სუბარი, გიორგი ვოლსკი და კოალიციის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts