Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საარჩევნო სიის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება


Recommended Posts

##image#9951#1#სა­ქარ­თვე­ლოს გზის ლი­დერ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინ­გზე გა­ნაც­ხა­და, რომ იგი კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­არ­ჩევ­ნო სი­ის წევ­რი ან მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი არ იქ­ნე­ბა. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ის მხარს უჭერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის სტრა­ტე­გი­ას, ასე­ვე გუნდს, რო­მე­ლიც კო­ა­ლი­ცია “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შია” გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

ბრი­ფინ­გზე სა­ქარ­თვე­ლოს გზის ლი­დერ­მა კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნაც­ხა­და, რომ ”თა­ვად კო­ა­ლი­ცი­ას გა­რე­დან კად­რე­ბის მი­ზიდ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.”

”დღეს ჩა­მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ გა­დავ­წყვი­ტე – დუ­მი­ლის დრო დამ­თავ­რდა. მხარს ვუ­ჭერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მის მი­ერ შერ­ჩე­ულ სტრა­ტე­გი­ას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის გზით შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, მხარს ვუ­ჭერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას. მი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­მაჩ­ნია, რომ იგი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს, იყოს ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში”, – აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ გაჰ­ყვე­ბა იმ გზას, რო­მე­ლიც დღეს აქვს არ­ჩე­უ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს გზა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია იქ­ნე­ბა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, იგი მზა­დაა, სა­ხელ­მწი­ფოს ემ­სა­ხუ­როს, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე რა­ი­მე კონ­კრე­ტულ პოს­ტზე მი­სი კან­დი­და­ტუ­რა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს გზის ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბით, საზ­ღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი მო­ქა­ლა­ქეა, რომ­ლებ­მაც აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნ­და მი­ი­ღონ ქვეყ­ნის აღ­მშე­ნებ­ლო­ბა­ში და თა­ვად სწო­რედ მათ მო­ზიდ­ვა­ზე იზ­რუ­ნებს. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აგ­რეთ­ვე, დას­ძი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ან­ტი­ე­როვ­ნულ პო­ლი­ტი­კას აწარ­მო­ებს. მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ”სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ლო­ბის­ტე­ბი საზ­ღვარ­გა­რეთ ცდი­ლო­ბენ, წარ­მო­ა­ჩი­ნონ სი­ტუ­ა­ცია ისე, თით­ქოს ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას შე­უძ­ლია.”

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...