Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკაში იძულებით მოვედი და სრულიად გააზრებულად წავალ


Recommended Posts

##image#9949#1#ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაც­ხა­და, რომ იგი პო­ლი­ტი­კა­ში იძუ­ლე­ბით მო­ვი­და, ხო­ლო პო­ლი­ტი­კი­დან სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლად წა­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რით კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რი ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კით­ხებ­ში ევ­რო­კო­მი­სარ შტე­ფან ფუ­ლეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მის მი­ერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მად, იგი პო­ლი­ტი­კა­ში შემ­თხვე­ვით მო­ვი­და და შემ­თხვე­ვით წა­ვა.

”მე მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში იძუ­ლე­ბით, რად­გან ვერ შევ­ძლი ჩე­მი ქვეყ­ნის ამ გა­სა­ჭირ­ში მი­ტო­ვე­ბა. ვთვლი, რომ კარ­გი და სწო­რი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე.” – აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რის თქმით, იგი პო­ლი­ტი­კი­დან მა­შინ წა­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს აწ­ყო­ბი­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დი და სა­ინ­ტე­რე­სო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეყო­ლე­ბა. მი­სი გან­მარ­ტე­ბით, იგი ამის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი იქ­ნე­ბა.

”სა­ნამ ენერ­გია მექ­ნე­ბა, ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე ვიშ­რო­მებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის მსგავ­სი გახ­დეს.” – გა­ნაც­ხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...