planetanews Posted July 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-maestro-samarT2.jpgთბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი.თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით სატელიტური ანტენების დაყადაღების თაობაზე, რაც, პროკურატურის თქმით, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება. <span style="font-size: 10pt;" />„სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით კომპანია „მაესტრომ“ საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები“, – აცხადებს პროკურატურა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts