Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ბათუმში კონფერენცია -`საქართველოს ევროპული გზა`გაიხსნა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/07_12/61325.jpg

 

"საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები" – ამ სახელწოდების კონფერენცია ბათუმში დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრები, ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსები დაესწრნენ. მთავარი თემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცა იყო.

"ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი არ არის. ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობრებისთვის მოლდოვაში ევროპის ხიბლი ისაა, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი იდენტურობა. ამ კუთხით საქართველო მსოფლიოს ამ ნაწილში მოლდოვასთან ერთად ძალისხმევას არ იშურებს ცვლილებების და რეფორმების განსახორცილებლად. აღმოსავლეთ პარტნიორობა უდიდესი იდეაა, 2008 წელს გადავიტანეთ ომი. უკვე აღარ ვიყავით დე-სე-თეს წევრები. ზოგი ფიქრობდა, რატომ ვარსებობდით ისევ რუკაზე. ამ დროს აღმოსავლეთი პარტნიორობა ჩვენთვის იყო ხსნა. ის გახდა მნიშვნელოვანი იარაღი ჩვენი ევროპასთან დაახლოებისთვის და მრავალმხრივი ფორმატისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ქვეყნებისთვის;

"ძალიან დიდი იმედი გვაქვს , რომ 2013 წელი, იმის მიუხედავდ, რომ ცრუმორწმუნეებისთვის ეს ციფრი კარგად არ აღიქმება, საქართველოსთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 2013 წელს შეიძლება უკვე გვქონდეს ვიზების ლიბერალიზაცია, ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ასოცირების ხელშეკრულება, ასევე იმედი გვაქვს, რომ ვილნიუსის სამიტზე უკვე იმ ეტაპზე ვიქნებით, რომ მივიღოთ კონკრეტული პერსპექტივები," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"მინდა ვთქვა იმ მნიშვნელოვანი ქვეყნის შესახებ, რომელიც საქართველოს მეზობელია და რომლის ჯარებსაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, 2008 წლის 12 აგვიტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების უკანონო და აბსოლუტური დარღვევით. ეს ფაქტი ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდ ყურადღებას ითხოვს.

"აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ აღმოსავლეთი პარტნიორობა არ არის შექმნილი რუსეთის წინააღმდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდა მაშინ, როდესაც 1995 წელს მისი ევროკაშირის წევრი ფინეთი გახდა. ევროკაშირის ურთიერთობა რუსეთთან არის სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება კი ემყარება ენერგოუსაფრთხოებისთვის ინვეტირებას და გალობალურ საფრთხესთან გამკლავებას;

"მაგრამ ევროკაშირი და რუსეთი ერთსა და იმავე ღირებულებებს არ იზიარებენ. ამიტომ ევროპა ვერ შეეგუება, რომ რუსეთი ჩაერიოს ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში და ხელყოს მათი დამოუკიდებლობა პირდაპირი ოკუპაციით, თუ ირიბად. ისე, როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა ცდება, როდესაც ასეთ დროს დუმილს ინარჩუნებს;

"და ბოლოს, მომავალი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე და საპრეზიდენტო არჩევნები იქნება გადამწყვეტი ტესტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნდობისა და მომავლისთვის," - განაცხადა "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა.

კონფრენეციის მონაწილეებს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ, ევროკომისარმა შტეფან ფულემ და მოლდოვის პრემიერმაც მიმართეს.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...