planetanews Posted July 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61324.jpg ლილოში ქლორის გაჟონვის საქმეზე სამართალდამცველებმა შ.პ.ს. "სენტიმენტ ჯი-ემ-სის" ხელმძღვანელი გოჩა ყულეჭიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისიც ქლორის ბიზნესში იყო.კომპანია ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ ქლორის ავზის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა შ.პ.ს. ,, კრისტალის” ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 5 ივლისს ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 80-მდე ადამიანი მოიწამლა. ერთი - 18 წლის მამაკაცი დღეს გარდაიცვალა. შპს "კრისტალის" კუთვნილი ავზიდან ქლორმა მაშინ გაჟონა, როდესაც იქვე მდებარე გაჩერებასთან ავტობუსი გაჩერდა. არსებული ინფორმაციით, ლაშა ნარიმანიძე ამ ავტობუსის მგზავრი იყო. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts