planetanews Posted July 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61328.jpg საქართველოს პრემიერ-მინისტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გამგებლებს შეხვდა. შეხვედრას გუბერნიაში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც ესწრებოდა. ვანო მერაბიშვილმა გამგებლებთან დაზღვევის ახალ პროგრამაზე და პოლისების დარიგების შესახებ ისაუბრა. პრემიერის თქმით, პოლისების დარიგება მომავალი ორშაბათიდან დაიწყება. პენსიონერები პოლისს პენსიასთან ერთად მიიღებენ. რაც შეეხება 5 წლამდე ბავშვებს, ისინი პოლისს საქართველოს ფოსტის მეშვეობით მიიღებენ. დღესვე მთავრობის წევრები სოფელ ნატახტარში მცხოვრებ იმერლიშვილების 12-სულიან ოჯახს ესტუმრნენ. ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა მათ დაზღვევის პოლისები გადასცეს. მინისტრებმა დეტალურად განუმარტეს პოლისით სარგებლობის წესები.ოჯახში 2 ასაკით პენსიონერი და 5 წლამდე ასაკის 2 ბავშვია. ისინი კუთვნილი პოლისებით სარგებლობას 1 სექტემბრიდან შეძლებენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts