planetanews Posted July 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61326.jpg ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. დემოკრატიული რეფორმები და კანონის უზენაესობა, გლობალური უსაფრთხოების პრობლემები, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობები და ხალხთა შორის კონტაქტები, - ფორუმის მონაწილეებმა ამ ოთხ თემატურ სესიაზე იმუშავეს. მათ, ევროპელ პოლიტიკოსებეთან ერთად, სიტყვით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმაც მიმართა. მან თავის გამოსვლაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ინვესტორებისთვის შესაბამისი ბიზნესგარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, ამ კუთხით ქვეყანამ უნდა იმუშაოს ინტენსიურად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისათვის. "ეს კონფერენცია არის მიმართული საქართველოს მომავალი ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოებისკენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტი უფრო მეტად გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე. დღესდღეობით 25% ჩვენი პროდუქციის გადის უკვე ამ ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური სამუშაოებსა და პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირთან, პირდაპირი შეხება ჰქონდეს ყოველ ადამიანთან, ყოველ ოჯახთან საქართველოში," - განაცხადა ვერა ქობალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. კონფერენციის მონაწილეები პარალელურ ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარმა შტეფან ფულემ მოლაპარაკებები გამართა უმცირესობის ლიდერთან გიორგი თარგამაძესთან, რის შემდეგაც შეხვედრა გაიმართა დავით ბაქრაძესთან. პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი სამ ძირითად საკითხს შეეხებოდა - ევროკავშირთან ინტეგრაციასა და ამ პროცესისთვის გადადგმულ ნაბიჯებს; რეგიონული უსაფრთხოებას - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და ჟენევის მოლაპარაკებებს და მოახლეობულ საპარლამენტო არჩევნებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts