planetanews Posted July 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61321.jpg ცალკე შეხვედრებს მართავს ბათუმში ევროპის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი. შტაფან ფულემ მოლაპარაკებები გუშინ საღამოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა. საუბრის მთავარი თემა მოსალონდელი არჩევნები და ქვეყნაში შექმნილი საარჩევნო გარემო იყო. შტაფან ფულე პირისპირ შეხვდა ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილსაც. "ძალიან საინტერესო პიროვნება ვნახე. სხვათა შორის, მე ჩემი თავი შემთხვევით მგონია მოსული პოლიტიკაში და ასე ვთვლი დღესაც და, როგორც შემთხვევით მოვედი, ასეთი მინდა დავრჩე, ასეთივე მინდა წავიდე... მარტინესია ტყვეობაში სააკაშვილის ტყუილების და სიცრუის. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ვიმუშავებთ მომავალში და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რეალობას გავაცნობთ მასაც. ამას შევძლებთ, ეს ჩემი დიდი სურვილია და ამაზე ვმუშაობთ სერიოზულად. მე ვფიქრობ, რომ ლამის სააკაშვილის სიტყვებს ხმარობს - "კომუნისტებსა" და "კომუნისტურს" ძალიან ხშირად ხმარობს ისევე, როგორც სააკაშვილი - "წარსულს" და "წასრსულის დაბრუნებას" და "კომუნისტურს". მე არ მინდა ვუპასუხო მას," - განაცხადა ივანიშვილმა. "ყველასთვის ნათელია, რომ, რაც უფრო ახლოს იქნება საქართველო ევროკავშირთან, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა, მით უკეთესად იცხოვრებს საქართველოში თითოეული ოჯახი და მით უფრო ძლიერი იქნება საქართველოს ეკონომიკა. მაგრამ ევროკავშირის საქართველოს მიიღებს თავისთან მხოლოდ მაშინ, თუკი საქართველო დაამტკიცებს, რომ ის არის ჭეშმარიტად დემოკრატიული სახლემწიფო," - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა გიორგი რუხაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts