planetanews Posted July 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/Wminda_sinodi1-300x200.jpgწმინდა სინოდის მიერ მიღებული განჩინების მიხედვით, კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი.ეს საკითხი ახლა რატომ გახდა აქტუალური და რატომ მიიჩნევს ეკლესია ღვთისმსახურთა პოლიტიკურ აქციებში მონაწილებას მიუღებლად? – ამის გასარკვევად Opinion.ge წმინდა სინოდის წევრებს დაუკავშირდა, თუმცა, მათმა უმეტესობამ ჟურნალისტთან საუბარს თავი აარიდა. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი საუბარს თავს არიდებს და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მხოლოდ სინოდის წევრებს ეხებათ.მეუფე ეფრემი ამბობს, რომ სინოდის პოზიცია მისთვის აბსოლუტურად მისაღებია. „ვერ გეტყვით, ეს საკითხი რატომ დადგა დღის წესრიგში, მაგრამ მე აბსოლუტურად ვიზიარებ სინოდის პოზიციას – სასულიერო პირები აქციებში არ უნდა მონაწილეობდნენ. მეტს ვერაფერს გეტყვით“.მეუფე ანანიამ განაცხადა, რომ სინოდის დადგენილებას ჯერ არ იცნობს და ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. მეუფე პეტრეს ტელეფონს ერთ-ერთმა დედაომ უპასუხა და განგვიცხადა, რომ მეუფე ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს. მამა თეოდორე გიგნაძე მიიჩნევს, რომ სინოდის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია – „როგორც რიგითი მოქალაქე, მე შემიძლია წავიდე აქციაზე, მაგრამ თუ მე ვიჩენ აქტიურობას და ვჩნდები პოლიტიკურ ლიდერებთან ერთობაში – ეს უკვე მიუღებელია. მე, როგორც მღვდელს, არა მაქვს უფლება ღიად მხარი დავუჭირო რომელიმე პოლიტიკურ მიმართულებას – ხელისუფლებას თუ ოპოზიციას. იმიტომ, რომ მე მრევლში მყავს სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები და იმათ რა ვუთხრა? ესა თუ ის პოლიტიკური მიმართულება კარგია და სხვები არა-თქო? ჩემი მისია ეგ არაა, ჩემი მიზანია თითოეულ ადამიანს ქრისტე დავანახო და არა სწორი პოლიტიკური შეხედულება“- ამბობს ის. მისი თქმით, არის გარკვეული სიტუაციები, როდესაც ეკლესიას ხელისუფლებასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა უწევს – „ვთქვათ, რაღაც კომისიაა ან შეხვედრა, სადაც ეკლესიის თანამონაწილეობაა აუცილებელი. ასეთ შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენლები აუცილებლად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. მაგრამ პირადი მისვლა, პირადი ქება-დიდება ყოვლად დაუშვებელია. ზოგიერთი ეპისკოპოსი პრეზიდენტს აქებს, ზოგი ოპოზიციას. ეს არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ რომ მათ გვერდით უამრავი განსხვავებული აზრის ადამიანია და იმათ ხელი ვკრათ? წინა პრეზიდენტის პერიოდში იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთმა წინამძღვარმა ლამის ანათემას გადასცა, ვისაც პრეზიდენტი არ უყვარდა. ეს როგორ შეიძლება? მე ქრისტე უნდა მიყვარდეს და არა რომელიმე პრეზიდენტი. ამიტომ, სინოდის ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორია – არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება ჩვენი დასაცავი არაა. თუ რაიმე უზნეობას ჩადიან ჩვენ უნდა მივუთითოთ, თუ სასიკეთო საქმეს – ღმერთმა დალოცოს“ – ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე. თეოლოგი არჩილ მეტრეველი მიიჩნევს, რომ ეკლესია პოლიტიკაზე მაღლა დგას და ეკლესიის მხრიდან რომელიმე პოლიტიკური იდეოლოგიის მხარდაჭერა თეოლოგიურად არასწორია.არჩილ მეტრეველი, თეოლოგი: “საკითხის ასე დასმა, რომ ეკლესიამ მხარი დაუჭიროს რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობას, როგორც სხვაზე უფრო უკეთესს, თეოლოგიურად არასწორია, რადგან ეკლესია საკუთარი არსის გამოხატვაში არ არის დამოკიდებული რაიმე გარემოპირობებზე. ეკლესია ლოცულობს ყველასთვის, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად და შესწევს უნარი ნებისმიერი პოლიტიკური სისტემის პირობებში შეეწიოს მინდობილ ადამიანს ცხონებაში. მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც არა თუ საღვთისმეტყველო პრინციპებიდან, არამედ ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე თავის შეკავება შეუძლებელია. იყო ნაცისტური, კომუნისტური რეჟიმები, როდესაც ეკლესია ვალდებული იყო დაეფიქსირებინა თავისი პოზიციები ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ. თუ სასულიერო პირი აღიარებს ერთ რომელიმე პოლიტიკურ იდეოლოგიას, როგორც ეკლესიისათვის ყველაზე მისაღებს და საუკეთესოს, ეს თეოლოგიურად, ცხადია, სიმახინჯეა, რადგან ეკლესია პოლიტიკურ და სოციალურ იდეებსა და სისტემებზე მაღლა დგას. როდესაც რომელიმე სასულიერო პირი ურთიერთობს ხელისუფალთან, ეს უნდა გამომდინარეობდეს არა მისი პოლიტიკური გემოვნებიდან, არამედ არსებული რეალობიდან. მაგალითად, მეუფე კალისტარტეზე იყო ლაპარაკი, რომ პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, მე არ ვიცი რა პიროვნული განწყობები აქვს მას პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ ის, რომ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის ან ადგილობრვი ტაძრების მონახულების დროს ეპარქიის მღვდელმთავარი პრეზიდენტს შეხვდეს, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ოღონდ ეს უნდა იყოს არა პრეზიდენტის პიროვნების ან მისი პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპატიის გამოვლინება, არამედ მისი როგორც სახელმწიფო ხელისუფალის მიღება.სასულიერო პირების მხრიდან ერთნაირად მიუღებელია, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დასწრება, ასევე რომელიმე ოპოზიციური პარტიის ღონისძიებაზე მისვლა. მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამავდროულად არიან ხელისუფალნიც და ეკლესია, სწორედ ამიტომ ურთიერთობს მათთან და არა იმიტომ, რომ ის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების მხარდამჭერია. რაც შეეხება ლექსების მიძღვნას, მე პირადად ეპისკოპოსი რომ ვიყო, არც ერთ ხელისუფალს არ მივუძღვნიდი ლექსს. თუმცა, ეს გემოვნების საკითხია. რეალურად კი ერთი სასულიერო პირის ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტთან ან ნებისმიერ სხვა ადამიანთან არ უნდა განვაზოგადოთ, როგორც ეკლესიისთვის საერთო. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზოგადოება ძნელად თუ ავლებს ზღვარს ინდივიდუალურ და ეკლესიის საერთო დამოკიდებულებებს შორის და ამ ყველაფრის აღქმა ხდება არა როგორც ერთი კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულება მეორისადმი, არამედ – როგორც მთელი ეკლესიის დამოკიდებულება. ამიტომ, სასულიერო პირებს, ისევე როგორც ყველა ქრისტიანს, ამ მხრივ დიდი სიფრთხილე გვმართებს”. ანა წიკლაურიopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts