planetanews Posted July 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/davit-zurabishvili-300x225.jpg„პოლიტიკოსების ნაწილი, რომელიც განათლების სფეროში მოღვაწეობდა, თვლის რომ ამ ხელისუფლებამ თავისი დრო უკვე ამოწურა და, შესაბამისად, განათლების სისტემაში კადრების გადაადგილებით არანაირ პოზიტივს არ ელიან“, – წერს „რეზონანსი“.გამოცემის ცნობით, მათგან ერთ-ერთი რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილია, რომელიც ამბობს, რომ „ამ ხელისუფლებამ სრულად ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისინი ჩამოსცილდებიან სახელისუფლო სადავეებს. არავითარი პოზიტიური პოტენციალი ამ ხელისუფლებას არც ერთ სფეროსა და მიმართულებაში არ დარჩა“. მისი თქმით, მედიაში ამ საკითხის დასმაც კი არ უნდა ხდებოდეს. „როცა რაღაცას ცალკე ვუკირკიტებთ, თავისთავად გამოდის, რომ ვუშვებთ იმ მომენტს, რომ ეს ყველაფერი ნორმალური სახელმწიფოს მსგავს ქვეყანაში ხდება და ვინმე საერთოდ სერიოზულად ფიქრობს განათლების სფეროში პრობლემების გადაწყვეტაზე. რეალურად ამის მსგავსი, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად არაფერი ხდება. ამიტომაც ამ მოხსნა-დანიშვნებს მე სერიოზულად არ ვუყურებ. ვფიქრობ, რომ მთავარი ამოცანა არის ახლა ეს ხელისუფლება არჩევნების გზით რაც შეიძლება მალე შეიცვალოს. სწორედ ეს იქნება საწყისი სერიოზული პოლიტიკისა. მერე კი შეიძლება ვილაპარაკოთ განათლების სფეროზე“ – აცხადებს ზურაბიშვილი.მიუხედავად იმისა, რომ საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ სურს, ზურაბიშვილი გამოცემასთან საუბარში იმას მაინც აღნიშნავს, რომ შაშკინის შემდეგ დეკანოიძის გამინისტრება აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო: „შაშკინის შემდეგ სააკაშვილს სხვა ვინ უნდა დაენიშნა მინისტრად? ნორმალური კადრის დანიშვნას ელოდა ვინმე?! მაშინ, როცა ერთადერთი კომპეტენტური ადამიანი მაია მიმინოშვილი არაფრის გამო უცერემონიოდ გააგდეს სამსახურიდან იმის გამო, რომ მისი შვილი მიტინგზე წავიდა, ამის მერე პირადად მე სხვა მოლოდინი არ მქონია“.როგორც „რეზონანსი“ წერს, პოლიტიკოსს არც იმის გაგონება სურს, რომ მიმინოშვილს თუნდაც მასწავლებლების სახით ბევრი ოპონენტი ჰყავდა.„არ მაინტერესებს ხელისუფლების მომხრეთა არგუმენტები, რადგან დღეს არც ერთი მინისტრის დანიშვნას სერიოზულად საერთოდ არ განვიხილავ. ხელისუფლება არის სრულიად გაკოტრებული. არანაირი პოზიტიური პოტენციალი არ გააჩნია არა მარტო საგანმანათლებლო სისტემაში, არანაირ სფეროში!“გამოცემის ცნობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემდეგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა: მინისტრის პირველ მოადგილედ შოთა ნიჟარაძე დაინიშნა, მოადგილეებად – გიორგი ჩახნაშვილი, ირინე ქურდაძე და ნოდარ სურგულაძე. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ლევან ქებურია გახდა, შიდა აუდიტის უფროსი გიორგი ქოჩიშვილი, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი – გიორგი ნაცვლიშვილი; სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ელგუჯა მაკალათია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი – ნატო ჯავახიშვილი.მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვითopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts