Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/euto-1-300x250.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, საარჩევნოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებს უმასპინძლოს, რასთან დაკავშირებითაც განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას opinion.ge უცვლელად გთავაზობთ:

“2012 წლის 9 ივლისს მონაკოში გამართულმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომამ მიიღო რეზოლუცია “საქართველოში არსებული ვითარების შესახებ”. ეს საპარლამენტო ასამბლეის პირველი რეზოლუციაა, რომელშიც აფხაზეთი, საქართველო და ცხინვალის რეგიონი ე.წ სამხრეთ ოსეთი, ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.

რეზოლუცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ის ასევე ყველა მხარეს მოუწოდებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის საშუალება მისცენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ფაქტს მიესალმება, რომ რეზოლუცია ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. რეზოლუცია აგრეთვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას. ამ მტიცე პოზიციით საპარლამენტო ასამბლეა 2010 წელს ქალაქ ოსლოში მიღებული თავისივე რეზოლუციის “გადაადგილებულ პირთა და დევნილთა წარმოშობის ადგილას დაბრუნების უფლების შესახებ” არსსა და პათოსს ეხმიანება.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებს და ადასტურებს თავის მზადყოფნას ეუთო-ში აღებულ ვალდებულებებს უერთგულოს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედოს, არჩევნებში თანასწორი მონაწილეობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად მადლიერია იმ მორალური სიმტკიცისა და პოლიტიკური გულწრფელობისათვის, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები – ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის პარლამენტარები იჩენენ საქართველოსა და მის მოქალაქეთა წინაშე მდგარი პოლიტიკური, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისას”.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...