planetanews Posted July 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/MaestroTVlogo-300x198.jpg„პროკურატურა მხოლოდ ეჭვების საფუძველზე თუ მოქმედებს, მაშინ მეც მაქვს ეჭვი, რომ „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ ძირითადი შემოსავლები მიბმულია მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე და პოლიტიკურად არის დაკავშირებული მასთან. რა ვთქვათ, გავუუქმოთ ამ მოუწყებლებს ლიცენზია და არ მივცეთ მაუწყებლობის საშუალება? – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე და თვლის, რომ, თუ პროკურატურამ „მაესტროს“ პოლიტიკურ ოპოზიციასთან კავშირზე კონკრეტული ფაქტები არ წაუყენა, ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაცია გარდაუვალი იქნება“.მთავარმა პროკურატურამ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში დიდი ოდენობით შემოტანილი ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართა. გუშინვე საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლომ ზეპირი მოსმენის საფუძველზე მიიღო.როგორც გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა განმარტავს, „მაესტრო“ მოსახლეობისთვის ანტენების უსასყიდლოდ დარიგებას აპირებს. „გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ღონისძიებები მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.„მაესტროს“ გენერალური დირექტორისათვის გაუგებარია, თუ რაში დასჭირდა მთავარ პროკურატურას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ანტენების დაყადაღება ისეთი არგუმენტებით, როგორიც შესაძლებელია პოლიტიკურ პარტიას წაეყენოს.„მე არ ვარ პოლიტიკური ორგანიზაცია, არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას და საერთოდ არ მაინტერესებს ამომრჩევლის ხმა. ამიტომაც ჩემთვის პროკურატურის მხრიდან ამგვარი ქმედება გაუგებარია. სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რაში სჭირდებათ ამის გაკეთება“ – აცხადებს ილია კიკაბიძე.„მაესტროში“ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, რათა სექტემბრიდან ახალ ეთერში გავიდეთ. ამისთვის შევიძინეთ შენობა, გავარემონტეთ იგი, გავაკეთეთ სტუდიები, შევიძინეთ აპარატურა და ა.შ. ის ინვესტიცია, რაც „მაესტროში“ თეფშების სახით შემოდის, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ არხზე უკვე გაკეთდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გვქონდა სურვილი, „მაესტროს“ ახალი ეთერი უფრო მეტ მაყურებელს ენახა“ – აცხადებს მამუკა ღლონტი და პროკურატურისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.ღლონტი ასკვნის რომ, თავისუფალ მედიაზე შეტევა გრძელდება და ხელისუფლებას არ სურს არჩევნები თანაბარ პირებებში ჩაატაროს.„მაესტრო“ თავის სიგნალს ავრცელებს, ხოლო ვისაც თავისი სიგნალის გავრცელება არ სურს, კოდირებულად უნდა გააკეთოს იგი და ეს სიგნალი არ გავრცელდება. ჩვენ კი გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი სიგნალი გავავრცელოთ და რა შუაშია „ელიტა ბურჯი“?… „ტაბულა“ რომ უფასოდ რიგდება, ეს არის თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა?“ – ინტერესდება მამუკა ღლონტი.„ქუჩაში რომ გამოხვიდე, ისაუბრო და არ მოეწონოს ვიღაცას და თქვას – შენ პოლიტიკური ნიშნით ხარ დაკავშირებული ოპოზიციის ლიდერთან, ბიძინ ივანიშვილთან, გამოდის, რომ ეს საქმიანობა ზოგადად უნდა შეწყვიტო. არანაირი სამართლებრივი საფუძველი აქ ჯერ არ იკვეთება. პროკურატურის გონივრული ეჭვი ჩვენ არაფერში გამოგვადგება. მათ კონკრეტული ფაქტები უნდა დადონ იმის შესახებ, რომ ნამდვილად არის კავშირი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და ტელეკომპანია „მაესტროს“ შორის“ – აცხადებს ზვიად ქორიძე.მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვითopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts