planetanews Posted July 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/meeting-300x246.jpg„კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილის მიმართ ბევრჯერ გამოხატა პატივისცემა. მისი ქება პოლიტიკაში მოსვლის დღიდან დაიწყო. ივანიშვილის არც ვანო მერაბიშვილს გაუკრიტიკებია. არც შს მინისტრობის დროს და არც გაპრემიერების შემდეგ. ეს მარტო იმის ბრალი არაა, რომ ივანიშვილმა საპატრულო პოლიციას მანქანები უყიდა და შს სამინისტროს სხვა რამეებიც შეუძინა. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ თავის დროზე შს სამინისტროს მოსასმენი მოწყობილობა სწორედ ივანიშვილმა უყიდა“ – აღნიშნავს „ახალი თაობა“.გამოცემის ვარაუდით, ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის და შესაძლოა თანამშრომლობენ კიდეც. „ახალ თაობას“ საეჭვოდ ეჩვენება ვანო მერაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასება, სადაც ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს იცნობს როგორც ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ქველმოქმედებას ეწეოდა. აქვე მერაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ხშირად ხვდებოდა და ეხმარებოდა კიდეც მას ამ ქველმოქმედების განხორციელებაში. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ის არ იცნობს ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს.„თუმცა, სამწუხაროდ, კარგად ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მის ირგვლივ არიან“ – დასძინა მერაბიშვილმა.გამოცემა ვარაუდობს, რომ მერაბიშვილს ივანიშვილი მოსწონს, თუმცა ვერ იტანს მის გარემოცვას. აქვე დასძენს, რომ იგივე შეიძლება ითქვას ივანიშვილზეც.„ერთ-ერთი ვერსიით, მერაბიშვილი სწორედ ივანიშვილის ფაქტორის გამო ჩამოაცილეს შს მინისტრის სავარძელს. ვიღაც თვლის, რომ ეს დაქვეითებაა, ამბობენ, რომ სააკაშვილი აღარ ენდობოდა შს მინისტრს. მას მეოცნებეთა ლიდერი თავის ყველა გამოსვლაში აქებდა. სხვები ფიქრობენ, რომ მერაბიშვილის სწორედ მისი მაღალი რეიტინგის გამო გადაიყვანეს პრემიერად. ვისაც რა უნდა თქვას, მაგრამ ვანოს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ნაციონალებს კი ასეთი ხალხი ბევრი არ ჰყავთ“ – წერს „ახალით თაობა“.„ცოტა ხანში, შესაძლოა გაბათილდეს სააკაშვილი და მთელი აქცენტები გადავიდეს მერაბიშვილ-ივანიშვილის პირად ორთაბრძოლაზე“, – მიიჩნევს პიარტექნოლოგიების სპეციალისტი არჩილ გამზარდია.ექპერტის შეფასებით, ხელისუფლების ქმედებას ორი ფუნქციური დანიშნულება აქვს. ერთი ის, რომ სახელისუფლო ელექტორატში მყოფი ადამიანები განამტკიცოს არჩევანში და მოიძიოს სხვა მხარდამჭერები; მეორე მხრივ, გამართლებული გახადოს არჩევნების გაყალბებით ხელისუფლებაში მოსვლა და აჩვენოს, რომ ამას თავისი წინაპირობა ჰქონდა და ეს არის ლოგიკური.ხელისუფლებამ უკვე აღიარა, რომ ივანიშვილი მთავარი ოპონენტია. გოკა გაბაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მთავარი ოპონენტი ქართული ოცნება იქნება. გამოცემის თანახმად, გაბაშვილი ღიად ამბობს, რომ ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილს დაიკავებს. ადრე ნაციონალები ამტკიცებდნენ, რომ ქართული ოცნება საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავდა. ამ აზრზეა ახლაც ედეპეს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.„ლეიბორისტები კი ამტკიცებენ, რომ მეოცნებეები და ნაციონალები თამაშობენ და ხელისუფლების გადაბარება მიდის… უკვე საუბრობენ კოალიციურ მთავრობაზე. რომელშიც, ამ ვერსიის ავტორების თქმით, აუცილებლად იქნება მერაბიშვილი. მათ შესაძლო თანამშრომლობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ამაზე მომავალშიც ბევრს ილაპარაკებენ. ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება და არც მათი თანამშრომლობაა გამორიცხული. თუმცა, ვინ იცის“, – წერს „ახალი თაობა“ და საკუთარი ვარაუდის დადასტურებისთვის დროს მოითხოვს.მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „ახალი თაობის“ მიხედვითopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts