planetanews Posted July 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/04/taia1-292x300.jpg2010 წელი, ნიკოლოზობა… საპატრიარქოს ტელევიზიის ახალ ამბებში ვმუშაობ. პროდიუსერი გადაღებაზე მყოფს მირეკავს და კრწანისში, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერში მამისამართებს. მეუბნება, რომ იქ სოსო თოფურიძე უნდა ჩავწერო, რომელმაც წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს, აგრეთვე წმინდა ნიკოლოზის ხატი შესწირა. პროდიუსერი გაფრთხილებულია, რომ მნიშვნელოვანი გადაღებაა, მეც მივდივარ და ძალიან მაინტერესებს როდის მერე გახდა „კუდ“-ის უფროსის კუდი და სატელევიზიო დაკავებების დიდოსტატი, ეკლესიების მაშენებელი. მონასტერში ავედით და იქით გავეშურეთ, სადაც ბევრი „შავი ჯიპი“ დავინახეთ. გზად მამები შემოგხვდნენ. მონასტერს საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეკავა. კელიებიდან ნიკოლოზის ტაძრამდე საკმაო მანძილია. ტაძართან ღიმილიანი და ხაზგასმით ზრდილობიანი თოფურიძე შემომეგება. მოვიკითხ-მივიკითხეთ ერთმანეთი, როგორც ძველმა ნაცნობებმა. ეს ტელეჟურნალისტისა და ჩინოსნის ურთიერთობის ერთგვარი სტილია. სინამდვილეში არავითარი ძველი ნაცნობობა. ჩინოსნები ცდილობენ თავაზიანად მოექცნენ მათ, ვისგანაც მწვავე შეკითხვებს და წინააღმდეგობას არ ელიან ან ზოგჯერ ელიან კიდეც. ჩემი „მშვიდობისმოყვარე ჟურნალისტის“ იმიჯიც ალბათ მისაღები იყო მისთვის. ბოლოს და ბოლოს ეშმაკსაც წაუღია თავის „კუდი“, ეკლესია-მონასტრის მშენებლობა ხომ დიადი საქმეა. ასეთ დროს მაინც ვინ დაუსვამს უსიამოვნო შეკითხვას, თუ ღმერთი სწამს იმ წყეულს… ჰოდა, ჩემი მაშინდელი საქმიანობიდან გამომდინარე, არც მე გამჩენია რაიმე მწვალებლური აზრი. ძირითადად ხატისა და ტაძრის ირგვლივ საუბრობდით. ვინ შესწირა მეთქი, რომ ვკითხე, აგერ იმ კეთილმა კაცმაო, გიორგი უდესიანზე მიმითითა. უდესიანმა გემრიელად გადაიხარხარა, სხვებიც ხორხოცებდნენ, მზისსათვალიანები და შავი ტყავის ქურთუკიანები. მივხვდი, რომ ჩვენი ქტიტორი სინამდვილეში ჩემს წინაშე იდგა და თავის სიკეთეს „მოკრძალებითა“ და „თავმდაბლობით“ აწერდა სხვას. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, გამომძიებელი ჟურნალისტების ყბაში დიდი ხნის წინ ჩავარდნილ თოფურიძეს სულაც არ სურდა დაფიქსირებულიყო მისი შემოსავლების სიჭარბე. აბა საიდან ამ პატიოსანი და არაკორუმპირებული ხელისუფლების ხელში კუდის უფროსის მოადგილეს ეკლესიის ასაშენებელი ფული?! ოლიგარქი კი არაა!თემა შეიცვალა, ქტიტორებზე საუბარი არავის სურდა, თუმცა წმინდა ნიკოლოზის ხატი რომ ათონელ ბერებს დაახატინეს და შეამკობინეს, ამაზე გულახდილად ისაუბრა. მერე ხატის შესახებ ინფორმაციის მოწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით შემომთავაზა. ტექნიკურ საკითხებს მოვრჩით, ინტერვიუც ჩავწერეთ, წამოსვლის წინ კი მითხრა, ჩაიწერეთო, ახლა გეტყვითო. ვიფიქრე, მესიჯს მოსვლა დააგვიანდა და გადაწყვიტა ჩამაწერინოს-მეთქი. მოვიმარჯვე ფურცელი და კალამი, სოსომ კი დაიწყო…„დღეს, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერს, ნიკოლოზობასთან დაკავშირებით წმინდა ნიკოლოზის ათონში დახატული ხატი შესწირეს…“ – და სოსო თოფურიძე „ნიუსის“ ტექსტს მკარნახობდა ჩვეული თავდაჯერებული იერითა და ომახიანი ხმით. რომ მივხდი რაშიც იყო საქმე, შევაჩერე, ეს უკვე ჩემი კომპეტენციაა-მეთქი. ცოტათი განაწყენებული სახით შემომხედა, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია. მე ხომ იმ ინსტიტუციის ჟურნალისტი ვიყავი, რომელთანაც თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ასე ზრუნავდა.მალე წამოვედით. გზაზე შევაჩერეთ, ოპერატორი და მძღოლი სიგარეტის მოსაწევად გადავიდნენ. რამდენიმე წუთში მტვრისკუდიანმა შავმა ჯიპებმა ჩაგვიქროლეს და მონასტერი დატოვეს. წმინდა ნიკოლოზის ხატი ახლაც იქ არის დაბრძანებული და ღვთის ნებით ალბათ დიდხანს დარჩება მონასტერში. თუმცა, როცა არ უნდა ვნახო, ყოველთვის გამახსენებს ამ ეპოქას. ეპოქას, როცა ჩინოსნები სასულიერო პირებს საკუთარი საეჭვო მიზნებისთვის უახლოვდებოდნენ; როცა ბიუროკრატები ჟურნალისტებს ტექსტების კარნახს უბედავდნენ. პერიოდს, როცა სინოდის სხდომებს სწორედ ასეთი სოსო თოფურიძეები ესწრებოდნენ და დროს, როდესაც უგულავები სულიერი მამების წინაშე ხმას იმაღლებდნენ.მას შემდეგ ორი წელი გავიდა. სოსო თოფურიძე არ შემხვედრია, თუმცა მის შესახებ ხშირად გვესმოდა, თუ როგორ დადიოდა საპატრიარქოში ხან შერონ სტოუნის ასაცილებლად, ხანაც სინოდის სხდომებზე დასასწრებად. ეს ამბავიც, გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსად მისმა დანიშვნამ გამახსენა. როგორც ბევრ სხვა უწყებაში, პოლიციელებმა საპატიო პოსტები თავდაცვის სამინისტროშიც დაიკავეს. პრობლემა ის კი არ არის, რომელ უწყებაში იქნება ან იყო თოფურიძე, პრობლემა ისაა, რომ ადამიანს, რომელსაც საკმაოდ შელახული რეპუტაცია აქვს, საპატრიარქოში მყოფი გარკვეული თუ გაურკვეველი პირები ზედმეტად ახლოს უშვებდნენ იქ, სადაც მისი ადგილი, არც სამართლებრივი და არც მორალური კანონის მიხედვით, არ არის.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts