Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- NDI: „ზუგდიდში გამოკითხულ მოსახლეობას „მასტროსა“ და „მე-9 არხზე“ ხელი არ მიუწვდებათ“


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ndi1.jpg„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ დღეს ზუგდიდში, ახალი კვლევის შედეგები წარადგინა.

NDI–ის კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მოსახლეობისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობა, სამუშო ადგილები და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. როგორც ლუის ნავარო აღნიშნავს, ზუგდიდში უფრო პოზიტიურად განიხილავენ ახალი ქალაქის, ლაზიკის მშენებლობას და გამოკითხულთა უმეტესი ნაწილისთვის ლაზიკა არის დამატებითი სამუშო ადგილების შექმნის პერსპექტივა.

ასევე NDI-ს ცნობით, ზუგდიდში მიაჩნიათ, რომ 2008 წლის იანვართან შედარებით საქართველოში შეიცვალა მდგომარეობა შემდეგი მიმართულებით: გზები, გამრიცხველიანება და ნარკომანაია, არ შეცვლილა კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტის ღირებულება, სამედიცინო მომსახურება, სასოფლო სამეურნეო წარმოების შემცირება, კანალიზაცია, საბავშვო ბაღებში არსებული სიტუაცია. გაუარესდა სახელმძღვანელოების ღირებულება.

ზუგდიდში გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. კველევის შედეგად გამოვლინდა, რომ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობა ძირითადად ტელევიზიით იღებს. უმეტესი ნაწილი “რუსთავი 2″–სა და “იმედს” უყურებს, ხოლო “მაესტროსა” და “მე–9 არხზე”, ლუის ნავაროს განცხადებით, მათ ხელი არ მიუწვდებათ; ადგილობრივ ტელერადიოკომპანია “ოდიშს” უყურებს გამოკითხულთა 73 %, თუმცა 50 % თვლის, რომ ეს ტელევიზია მთავრობის ინტერესებს გამოხატავს.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...