Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილი ხალხის ნდობას ვერ დააყადაღებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/me-3-2.jpgაღსრულებისეროვნულმაბიურომთბილისისსააპელაციოსასამართლოსმიერ 2012 წლის 20 ივნისსგაცემულისააღსრულებოფურცლებისაღსრულებისუზრუნველყოფისმიზნით, ბიძინაივანიშვილისაქციების 100%-სსქართუჯგუფში”, აქციების 100%-სსქართუბანკში”, აგრეთვეაქციების 21.7%-სსპროგრესბანკშიყადაღა 26 ივნისსდაადო.თუმცაროგორცსაქართველოშიმყოფმაუცხოელიაქციონერებისადვოკატებმაგანაცხადეს, ბიძინაივანიშვილიარარისქართუჯგუფისაქციონერიდაქართუჯგუფისაქციებისგაყიდვაუცხოურიინვესტიციებისექსპროპრიაციადშეფასდება. შეგახსენებთ, რომ  “ქართუჯგუფს” 16 აქციონერიჰყავს, აქედან 14 უცხოურიკომპანიაა, ხოლო 2 – ქართული. “ქართუჯგუფშიაქციებისფლობასთავადივანიშვილიცუარყოფს.

 

ვესუბრებით ლაშა ნაცვლიშვილს.

-         როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს მოსახლეობის განწყობაზე ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება?

რეაქცია უნდა იყოს მშვიდი, გაწონასწორებული. აქ არის ერთი საფრთხე -ჩვენ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს სააკაშვილმა – რომ თითქოს ჩვენ უნდა ვრეაგირებდეთ მის გამოწვევებზე, თითქოს ის განაპირობებს დღის წესრიგს. ეს ასე არაა. ამის ილუზიის შექმნის შესაძლებლობა  მას არ უნდა მივცეთ.

ყველაფერი, სარასც ის აკეთებს – ყადაღიდან დაწყებული აუქციონის ჩათვლით, თავისთავად არის რეაგირება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იმდენად დაწინაურდა პოლიტიკურ პროცესში, რომ სააკაშვილის კრიმინალური ქმედებებით რეაგირების გარდა არაფერი დარჩენია. ის რეაგირებს ბიძინა ივანიშვილის აშკარა უპირატესობაზე, უპირატესობის ფლანგი თვისობრივად კი სხვაგან არის. ეს არის სასიკვდილოდ განწირული სხეულის კონვულსიები.  ჩვენ გვმართებს მხოლოდ სიმშვიდე, მიზანდასახულობა, პროვოკაციებს არაყოლა, მოვლენათა ანალიზი არა ემოციის, არამედ ინტელექტის ხარჯზე. ჩვენ ჩვენი დღის  წესრიგი გვაქვს – საჯარო და მაჟორიტარებთან  შეხვედრები, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობა. გამარჯვებისათვის “განწირული“ ბიძინა ივანიშვილის ინაუგურაციის დღე ახლოვდება, რომლის ჩაშლასაც ცდილობს მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია სააკაშვილის სახით. ჩვენ, ქართველ ხალხს, ხელისუფლების წყაროს, უკვე გვყავს ფაქტობრივი ხელისუფალი. შესაბამისად, ხელისუფლებაში მყოფ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“  მეტი თმენის ვალდებულება მართებს ამ მავნებლების პროვოკაციულ ქმედებებზე. ჩვენ თუ  იმავე რეგისტრში ვუპასუხეთ, ისინი უფრო მეტს ავნებენ ქვეყანას.

-         ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივ სივრცეს არ გასცდენია, თუმცა ქართული სამართლით –  მას დღეისათვის არ აქვს მოქალაქეობა, მისი, ისევე, როგორც კოალიციის წევრი პარტიების ფინანსური წყაროები გადაკეტილია. ..

კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით, იმაში, რომ მას მოქალაქეობა არ აქვს. მოქალაქეობა, რომაული გაგებით, ქვეყნისთვის მსახურებაა, ასე ,რომ ინატროს ასეთი მოქალაქეობა სააკაშვილმა. ფინანსებთან დაკავშირებით საუბარიც, უბრალოდ – არაადეკვატურია, რადგან ივანიშვილი ელექტორალური ტრილიონერია. გაჯიუტებული სააკაშვილი ხალხის ნდობას ვერ დააყადაღებს, ეს აქტივი ხუთი სხვადასხვა ხელისუფლების შეცვლას ეყოფა. რა მატერიალური რესურსი დასჭირდება ტექნიკურად რომ გავაფორმოთ ივანიშვილის ხელისუფლობა, ამის საშუალებას საქართველოს მოქალაქეები ჩვენ, თვითონ,  მოვძებნით და ვანახებთ კლასს სააკაშვილს, თუ როგორ უნდა ჩამოართვა და წაართვა ხელისუფლება ფულის გარეშე.

-         ნულოვანი ტოლრეანტობის პოლიტიკის გაგრძელების შესახებ ჯერ შს მინისტრის მოადგილემ, შემდეგ თავად პრეზიდენტმა ისაუბრა. ამ განცხადებას ძალიან მალე მოჰყვა სამთავრობო ცვლილებები. როგორ შეიძლებს ხელისუფლება ამ პოლიტიკის განხორციელებას?

1945 წლის მარტ-აპრილში ჰიტლერის ბუნკერში იგეგმებოდა მოსკოვის აღება. „ნეტარ არიან…“- ვერ ვიტყვი, უფრო – გიჟი თავისუფალია. მათ შეუძიათ ავნონ ქვეყანას, გაზარდონ ხელისუფლებიდან წასვლის ფასი -ვგულისხმობ მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, რას ფასს გადავიხდით, ეს ჩვენს გინიერებაზეა დამოკიდებული.

სამთავრობო კონფიგურაციას – ვინ დაწინაურდა, ვინ დაქვეუთდა, შესაძლოა ჟურნალისტებისათვის ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ პოლიტიკური პროცესისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.ხომალდი დაღუპვისთვისაა განწირული, პროცესი დასრულებულია.  არ არსებობს ძალა, რომელიცერევა ხალხს. საზოგადოების დაცულობის რეცეპტი – სოლიდარობაა.

იმშემთხვევაშითუბიძინაივანიშვილიიტყვის, რომარჩევნებიგაყალბდებადამოსახლეობასაქციისკენმოუწოდებს, კვლევისმიხედვითდადებითიპასუხი 27%-მაგასცა, 53-მაუარყოფითი, 19%-მაკიარიცის“, – განაცხადალუისნავარომ. რამდენად მიზანშეწონილია NDI-ს კვლევაში შეკითხვის ამგვარი ფორმულირება?

საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მისი მრავალმხრივი ანალიზი, უკანასკნელ წლებში, ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად იქცა, როგორც იტყვიან: “Все лэди делают это”. სოციოლოგია, ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან, საზოგადოებრივ აზრზე ზოგჯერ უხეში, რიგ შემთხვევებში კი, ფილიგრანული ზემოქმედების იარაღად გადაიქცა. ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ გამრუდებული სარკის პრინციპი ძალაშია და ამის ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც იმავე ენდეაი-ს მიერ გამოცხადებული 10%-იანი მხარდაჭერის მქონე ქართული ოცნების გრანდიოზული აქციები დედაქალაქში და რეგიონებში.

რაც შეეხება საკუთრივ თქვენს კითხვას 27%-თან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ კითხვა, როგორც მინიმუმ, არაკორექტულია (მიზანშეწონილობაზე რომ არაფერი ვთქვათ), რადგან ძალიან ბევრი რამაა დასაზუსტებელი. ჩემი ნება რომ იყოს, ასეთ კითხვას საერთოდ არ დავსვამდი, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობას დავინახავდი, ასე ჩამოვაყალიბებში: “როგორ მოიქცევით იმ შემთხვევაში თუ არჩევნები გაყალბდა?”. ანუ: თუ შედგა საზოგადოებრივი კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ამოიწურა ყველა ლეგალური საშუალება ამ გაყალბებული შედეგების კორექტირებისა, მაშინ როგორ მოიქცევა მოქალაქე, რომელსაც არჩევანი მოპარეს? შეიძლება ამ შემთხვევაში ნორდიკული ტემპერამენტის ადამიანმა თქვას, შემდგომ არჩევნებს დაველოდებიო, მაგრამ საქართველოში, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა გამოვა ქუჩაში, რათა დაიცვას საკუთარი არჩევანი და თუ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის შეგრძნებები დაემთხვევა პოლიტიკური ლიდერის, ამ შემთხვევაში ბ.ივანიშვილის განწყობებს, დარწმუნებული, ვარ 27%-ით, ეს აღარ შეოიფარგლება. დათა თუთაშხიას პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ვერავინ გააყალბებს ისე არჩევნებს, რომ ეს მოქალაქეებმა არ იგრძნონ… რაც შეეხება რევოლუციას, ყველგან და ყველა დროს, რევოლუციის ავტორი და შემქომედი ხელისუფლებაა და არა ოპოზიცია… რევოლუციონერები მუდამ ვერსალში სხედან.

 

ნინო ფირცხალავა

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...