planetanews Posted July 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/20120229002120shss1-300x188.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გოჩა ყულეჭიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.“თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა “სენტიმელ ჯიემჯის” წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი, რომელსაც ბრალი ედება 288-ე მუხლის მე-3 ნაწილით – გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ივლისს, ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა შ.პ.ს “კრისტალის” ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი – მასაც ბრალი ედება 288-ე მუხლით, რაც თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.5 ივლისს ლილოს დასახლებაში შპს “კრისტალის” კუთვნილი ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 80-მდე ადამიანი მოიწამლა. ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე ინგოროყვას კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts