planetanews Posted July 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/fuelle-stef-300x197.jpgოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი, ხოლო პოლარიზებული პოლიტიკა თავიდან უნდა ავიცილოთ.ამის შესახებ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, შტეფან ფულემ საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის გამოწვევა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის.“რაც შეეხება საქართველოს ოქტომბრის არჩევნებს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და თავიდან უნდა ავიცილოთ პოლარიზებული პოლიტიკა. ამ არჩევნებზე კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები უნდა იქნეს დაცული”, _ განაცხადა შტეფან ფულემ.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია “მასთ ქერის” პრინციპი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო.“პარლამენტსა და საზოგადოებას შორის დიალოგი, კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ლიდერები დაიცავენ რეფორმებს, რომელიც მიღწეული იყო. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რეფორმების მიმართ მიდგომა იყოს სხვაგვარი. უდავოა, რომ თვალსაჩინო პროგრესია მიღწეული და მიმაჩნია, რომ პროგრესი უწყვეტი უნდა იყოს”, _ განაცხადა შტეფან ფულემ.ბათუმში მე-9-ე საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” დღეს გაიხსნა. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ესწრება.კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted July 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2012 კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. :beach: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts