Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ეჰუდ ოლმერტი სასამართლომ კორუფციის საქმეებში უდანაშაულოდ ცნო


Recommended Posts

##image#9925#1#ის­რა­ე­ლის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ეჰუდ ოლ­მერ­ტი იე­რუ­სა­ლი­მის სა­სა­მარ­თლომ კო­რუფ­ცი­ის საქ­მე­ებ­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. ის ორ საქ­მე­ში გა­ა­მარ­თლეს. სა­სა­მარ­თლომ ოლ­მერ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მი­სი დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბის­თვის არა­საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნია.

სა­სა­მარ­თლომ ოლ­მერ­ტი მე­სა­მე, ნაკ­ლე­ბად სე­რი­ო­ზულ საქ­მე­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ, რო­მე­ლიც კო­რუფ­ცი­ას არ ეხე­ბო­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში ოლ­მერტს ბრა­ლად ედე­ბო­და ვაჭ­რო­ბი­სა და ინ­დუს­ტრი­ის მი­ნის­ტრო­ბის დროს მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­სარ­გებ­ლო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში. სა­სა­მარ­თლო ოლ­მერტს გა­ნა­ჩენს სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­უ­ტანს.

ოლ­მერ­ტი ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რი 2006 წელს გახ­და. 2008 წელს კო­რუფ­ცი­ულ­მა სკან­დალ­მა ის აი­ძუ­ლა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ის­რა­ე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ნაც­ვიფ­რა ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მო­რის ტა­ლან­სკის გან­ცხა­დე­ბამ, რომ მან წლე­ბის მან­ძილ­ზე ოლ­მერტს ჯამ­ში 150,000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და. ტა­ლან­სკის გან­ცხა­დე­ბით, ის ოლ­მერტს ფულს კონ­ვერ­ტით აწ­ვდი­და. თან­ხე­ბი გან­კუთ­ვნი­ლი იყო, რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის­თვის, ისე პრე­მი­ე­რის პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის.

კი­დევ ერთ კო­რუფ­ცი­ულ საქ­მე­ში ოლ­მერტს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, რომ იე­რუ­სა­ლი­მის მე­რო­ბი­სა და მი­ნის­ტრო­ბის დროს, ის­რა­ე­ლურ სა­ჯა­რო და საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ა­გენ­ტო­ებს სა­გა­რეო ვი­ზი­ტე­ბის­თვის ზედ­მეტს ახ­დე­ვი­ნებ­და.

ოლ­მერ­ტის პრე­მი­ე­რო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო პა­ლეს­ტი­ნურ მხა­რეს­თან გაქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით. თუმ­ცა პრო­ცე­სი 2008 წლის ბო­ლოს ის­რა­ე­ლის მი­ერ ღა­ზის სექ­ტორ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ამ შე­ა­ჩე­რა. ოპე­რა­ცი­ის მი­ზა­ნი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვე­ბი­სა და ღა­ზა­ში ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა იყო.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ოლ­მერ­ტი ყუ­რად­ღე­ბის ცენ­ტრში იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბო­და. თუმ­ცა სა­სა­მარ­თლოს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მან გა­ნაც­ხა­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უფ­რო ხში­რად შე­ახ­სე­ნებს თავს. მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი მის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ გა­მო­რიც­ხა­ვენ.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...