Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ივნისში ჩინეთის სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა


Recommended Posts

##image#9927#1#ივ­ნი­სის თვე­ში ჩი­ნეთ­მა 32 მი­ლი­არ­დდო­ლა­რი­ა­ნი და­დე­ბი­თი სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სი აჩ­ვე­ნა. მა­ის­ში ეს რიც­ხვი 19 მი­ლი­არ­დი იყო. ბა­ლან­სი ექ­სპორ­ტის ზრდი­სა და იმ­პორ­ტის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე შე­იც­ვა­ლა.

ივ­ნის­ში ჩი­ნუ­რი იმ­პორ­ტი მხო­ლოდ 6.3 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და მა­შინ, რო­დე­საც თით­ქმის 13 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდა და­ფიქ­სრი­და მა­ის­ში. ივ­ნი­სის­თვის ექ­სპერ­ტე­ბი ორ­ჯერ მეტ ზრდას ელოდ­ნენ.

იმ­პორ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­ი­ზარ­და ექ­სპორ­ტი. ივ­ნის­ში ზრდამ 11.3% შე­ად­გი­ნა ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დის, 9.9 პრო­ცენ­ტის სა­პი­რის­პი­როდ.

ჩი­ნე­თი 2012 წლის­თვის (შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით) ვაჭ­რო­ბის 10 პრო­ცენ­ტით გაზ­რდას ისა­ხავს მიზ­ნად. ამა­ში მას ხელს შე­უშ­ლის ევ­რო­ზო­ნის კრი­ზი­სი. 2012 წლის და­საწ­ყი­სის­თვის ჩი­ნე­თის უმ­სხვი­ლე­სი სა­ექ­სპორ­ტო პარ­ტნი­ო­რი ევ­რო­კავ­ში­რი იყო, ამ­ჟა­მად კი ყვე­ლა­ზე მე­ტი პრო­დუქ­ცია ჩი­ნე­ლებს ამე­რი­კა­ში გა­აქვთ.

2012 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ევ­რო­კავ­შირ­ში ჩი­ნე­თის ექ­სპორ­ტმა და­იკ­ლო 0.8 პრო­ცენ­ტით და 163 მი­ლი­არ­დი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. გერ­მა­ნი­ა­ში ჩი­ნუ­რი ექ­სპორ­ტი ბო­ლო 4, საფ­რან­გეთ­ში – 3, იტა­ლი­ა­ში კი ზე­დი­ზედ 10 თვის მან­ძილ­ზე იკ­ლებ­და.

ევ­რო­კავ­ში­რი ამე­რი­კამ ჩა­ა­ნაც­ვლა, თუმ­ცა ამე­რი­კის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა ჯერ ვერ დას­ტა­ბი­ლურ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ჩი­ნურ პრო­დუქ­ცი­ა­ზე მოთ­ხოვ­ნაც ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ და­უბ­რუნ­და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზი­სამ­დელ დო­ნეს. 2012 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ამე­რი­კა­ში ჩი­ნურ­მა ექ­სპორ­ტმა 165 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც 13.6 პრო­ცენ­ტი­ან ზრდას წარ­მო­ად­გენს. ამე­რი­კი­დან ჩი­ნე­ლებ­მა 2012 წლის პირ­ვე­ლი 6 თვის მან­ძილ­ზე 66 მი­ლი­არ­დი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის პრო­დუქ­ცია შე­მო­ი­ტა­ნეს, რაც წი­ნა მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 8 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდაა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...