planetanews Posted July 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2012 ##image#9928#1#ბათუმში მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები’’ გაიხსნა.კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. კონფერენციას ასევე ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ხელისუფლებისა და საქმიანი სექტორის წარმომადგენლები.კონფერენციის მთავარი თემებია აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივები, კანონის უზენაესობის საკითხები და დემოკრატიული რეფორმები, ასევე გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და ხალხთა შორის კონტაქტები, როგორც ევროინტეგრაციის კატალიზატორი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts