planetanews Posted July 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2012 ლილოს ტერიტორიაზე ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე გუშინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.პაციენტის მდგომარეობა საავამდყოფოში მოთავსების დღიდან მძიმე იყო, ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ლაშა ნარიმანიძეს ქორნიკული ასთმა ჰქონდა, მოწამვლის შედეგად მისი მდგომარეობა დამძიმდა.ერთი კვირის წინ ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად, 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ავზის მფლობელი კომპანიის, შპს კრისტალის ხელმძღვანელს, ლევან დათუაშვილს პატიმრობა შეუფარდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts