planetanews Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 ##image#9907#1#ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას საპროტესტო აქციებისკენ, გამოკითხულთა 53% მხარს არ დაუჭერს.კითხვას- ,,ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის მოუწოდებს ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშილის ამგვარ მოწოდებას?’’, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 27%-მა გასცა, გამოკითხულთა 53%-მა კი განაცხადა, რომ ამგვარ მოწოდებას მხარს არ დაუჭერს. გამოკითხულთა 19%-ს არ აქვს გადაწყვეტილი რას იზამს ამ შემთხვევაში, 2% უარს აცხადებს პასუხზე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას, გამოკითხულთა 71% საკითხს არ ეთანხმება. რესპოდენტთა 8% მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეთანხმება, 17%-ს პასუხი არ აქვს, ხოლო გამოკითხულთა 4% უარს აცხადებს პასუხზე.კითხვაზე – ,,თუ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, უნდა მიენიჭოს თუ არა მას უფლება, გამონაკლისის სახით მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში?’’, გამოკითხულთა 45% დადებითად პასუხობს, 34 %-ს არ აქვს პასუხი, 17% კითხვას უარყოფითად პასუხობს, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts