Jump to content
Planeta.Ge

wordsport: შენგელიას მეორე თამაში – უფრო შედეგიანი


Recommended Posts

თორნიკე შენგელიამ მეორე თამაში ჩაატარა ნბა-ს კლუბ “ბრუკლინ ნეთსის” შემადგენლობაში და საზაფხულო ლიგის წინა შეხვედრისაგან განსხვავებით უფრო შედეგიანად ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა 14 წუთი და 20 წამი დაჰყო მოედანზე “ბოსტონ სელტიკსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში – ამ ხნის განმავლობაში მან 8 ქულა მოუტანა თავის გუნდს და 4 მოხსნა მიითვალა. მეორე მეოთხედის შემდეგ შენგელიას გუნდი 14 ქულით იგებდა, თუმცა შემდეგ “ბრუკლინ ნეთსიმ” ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და დამარცხდა - 73-82. შემდეგ შეხვედრას შენგელია და მისი თანაგუნდელები “ფილადელფიასთან” გამართავენ.

http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=d5040d0c-b8ae-4d40-b469-8c9bb064eea9.jpg&size=500

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...