Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: რა ელის ქართუ ჯგუფს?


Recommended Posts

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/images.jpg

ქართუ ჯგუფი არის კომპანია, რომლის სახელსაც უკავშირდება მილიარდნახევრიანი საქველმოქმედო პროექტების განხორციელება საქართველოში.

“2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ქველმოქმედებაზე სულ 1 156 081 151 ლარი დახარჯა. ქველმოქმედება ფონდების – “ქართუ”, “ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი” და ასოციაცია “ატუს” მეშვეობით ხორციელდებოდა. თანხა კულტურის, ხელოვნების, სპორტის, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სოციალურად დაუცველ პირთა დასახმარებლად გადანაწილდა. ფონდ “ქართუს” 2005-2010 წლებში ქველმოქმედების სახით დახარჯული აქვს 966 565 155 ლარი, “ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდს” – 56 186 113 ლარი, ხოლო ასოციაცია “ატუს” – 133 329 883 ლარი”.

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/310898_10150325313952078_1816839153_n.jpg

შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში”, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში”, აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში”.

,,თუკი საქარველოს ხელისუფლება ,,ქართუ ჯგუფის” აქციებს აუქციონის გზით გაასხვისებს მაშინ უცხოელი ინვესტორები და კომპანიები საქარველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო დავას დაიწყებენ”, -განაცხადეს ჟურნალისტებთან ,,ქართუ ჯგუფის” უცხოელი აქციონერების ადვოკატებმა. მათივე თქმთ, სს ,,ქართუ ჯგუფს” აქციონერი ბიძინა ივანიშვილი არა არის.

,,სს ,,ქართუ ჯგუფს” სულ 16 აქციონერი ჰყავს. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ,,ქართუ ჯგუფი” აქციონერი და მას არანაირი კავშირი არ გააჩნია სს ,ქართუ ჯგუფის” აქციონერებთან”, _ განაცხადეს ადვოკატებმა.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ,,ქართუ ჯგუფის” აქციებს მაინც გაასხვისებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყება.

,,იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოხ ხელისუფლება არ შეისმენს ჩვენს განცხადებას და იგი იძულებითი აუქციონის გზით მაინც გაასხვისებს სს ,,ქართუ ჯგუფის” აქციებს, მაშინ ეს შეფასდება, როგორც უცხოელი ინვესტიციების ექსპროპრეაცია და უცხოელი ინვესტორები და კომპანიები, რომლებსაც წარმოვადგენთ დაიწყებენ საერთაშორისო სამართლებრივ დავას საქართვლოს სახელმწიფოს წინააღმდეგ”, _ განცხადა ადვოკატებმა.

ვრცელდება ხმები, რომ “ქართუ ბანკი” ბანკის გაყიდვას ხელისუფლება მას შემდეგ აპირებს, რაც მას იგი მიიღებს ნატურალიზაციის შედეგად. თავიდან ბანკის ყიდვას თითქოს საქართველოს ბანკი აპირებდა, მაგრამ შემდეგ ეს ხმები გაიფანტა.

ჩემი აზრით ბანკის გაყიდვა ან გასხვისება ნაკლებ სავარუდოა, რადგან არამგონია ხელისუფლებას საერთაშორისო სკანდალში გახვევა აწყობდეს. ყოველშემთხვევაში ეს პროცესი ოქტომბრამდე დროში გაიწელება.

ბანკთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ კოალიციას და მის მხარდამჭერებს ვერ შეაჩერებს ხელისუფლების ვერანაირი გადაწყვეტილება, რომელიც უკანონობაზე და უსამართლობაზე არის დაფუძნებული. “სად წაიღებენ ბანკს? მხოლოდ 3 თვე დარჩათ, შემდეგ ყველაფერს უკან დავიბრუნებთ” – განაცხადა ივანიშვილმა.

“ქართუ ბანკზე” ზეწოლა ხელისუფლებმა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე დაიწყო, მისი საინკასაციო მანქანის გატაცებით. ამას ბანკების შესახებ კანონში ცვლილება მოყვა, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო ქართუს გაკოტრებასთან, თუმცა ამანაც ვერ გამოიღო ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი. საბოლოოდ კი ბანკის პირდაპირი გზით ჩამორთმევით ცდილობენ მის განადგურებას.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...