planetanews Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98.jpgტაქსიში სწრაფად ჩავჯექი და ყურსასმენებიც გავიკეთე, რადგან მიჩვეული ვარ და ყველამ იცის, როგორ უყვართ ტაქსისტებს გრძელი დიალოგების გაბმა,მაგრამ აბა ვინ მაცადა მუსიკის მოსმენა? წინა ტაქიმ რატომ არ წაგიყვანაო (შეამჩნია, რომ მის გაჩერებამდე, სხვამ უარი მითხრა) მეც ვუპასუხე, იმიტომ რომ თანხაზე ვერ შევთანხმდითთქო და აქედან დაიწყო მისი ისტორიაც, რომელსაც 8-ჯერ შეკვეცილს გიყვებით:</h6><h6>„- ტაქსისტობა რა პროფესიაა, მაგრამ ყველაფერს ცოდნა უნდა, მაგან ალბათ არც კი იცოდა აბაშიძე სად იყო. ისე, მე პატრული ვიყავი სანამ ტაქსზე დავჯდებოდი და მეგონა თბილისი ვიცოდი, „ტაქსაობა“ რომ დავიწყე, მივხვდი ნახევარი არ მცოდნია.“ ეს რომ მითხრა მაშინვე გამახსენდა ივანიშვილის 1 ივლისის გამოსვლა და ის მომენტი, სადაც მან უკანონოდ გათავისუფლებულ პატრულის თანამშრომლებზე ისაუბრა. რატომ არ ვიცი, მაგრამ მიზეზით დავინტერესდი და ვკითხე რატომ დაანებეთ პოლიციაში მუშაობას თავითქო და პასუხი ასეთი იყო:„-არავის გამოვუგდივარ, სიტუაცია რომ აირია, მივხვდი ჩემი ადგილი იქ აღარ იყო, გახსოვს აქციები რომ დაიწყო? მე ის კაცი არ ვარ საკუთარი ერის წინააღმდეგ წავიდე, ავდექი და წამოვედი. შვილების გამო ვნერვიულობდი, მაგრამ აგერ ვტაქსაობ, თბილისელი კაცი ვარ და მშიერი არ მოვკვდები. ახლა ივანიშვილის გამოჩენამ პატარა იმედი გააჩინა ხალხში, რომ რაღაც შეიცვლება. მეც თითქოს ველოდები რამეს. ამას წინათ ყოფილმა თანამშრომელმა შემომთავაზა, „ქართულ ოცნებაში“ ვარ, შემოდი შენცო, მაგრამ ვერიდები, რად მინდა ასეთ რისკზე წასვლა, ისე რომ დამემართოს, სულ უმუშევარი დავრჩე და მთავრობა არ შეიცვალოს, მერე ბავშვებს ვინ აჭმევს? ხოდა ვზივარ ასე ჩემთვის და ველოდები უკეთეს მომავალს“ ტაქსიდან გადმოსულს, ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. რამდენ პრობლემას წავაწყდით ერთ ჩვეულებრივ ტაქსში გამართულ დიალოგში.ჩვენი, ქართველების მთავარი პრობლემა – ვაკეთებთ იმას, რაც არ ვიცითპოლიტიკური შეხედულებებისა და ზნეობრივი წინააღმდეგობების გამო, ადამიანები სამსახურებს ტოვებენდღეს, რომელიმე პარტიის წევრობა რიგითი ქართველისთვის „საშიშია“გული დამწყდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მე არ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts