planetanews Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61307.jpg ორსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ კახეთის რეგიონში მდინარეების ადიდება გამოიწვია. გურჯანის რაიონში, ახტალისა და ნავთისხევის ადიდების გამო, გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დროებით შეფერხებული იყო ტრანსპორტის მიმოსვლა. ფალიაშვილისა და 9 აპრილის ქუჩებზე დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. წყალი სარდაფებსა და პირველ სართულებზე შევიდა. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან. რეგიონის მასშტაბით, მდინარეებსა და ხევებში წყლის დონე მომატებულია. კახეთის რეგიონში კვლავ წვიმს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts