Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ვაშაძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/07_12/61312.jpg

 

ეუთოს გენერალური მდივანი, ლამბერტო ზანიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. შეხვედრაზე წინაასარჩევნო გარემო და მომავალი არჩევნები განიხილებოდა.

საუბარი შეეხებოდა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესსაც. ეუთო ერთგული რჩება პრინციპების, რადგან მიაჩნია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა შედეგის მისაღწევად.

ლამბერტო ზანერმა, გრიგოლ ვაშაძესთან საუბრის შედეგ, მედიასთან შეხვედრაზე, ეუთოს მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციაც შეაფასა.

ზანიერი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას საარჩევნოდ საქართველოში დამკვირვებელთა გამომგზავნის შესახებ. მისი განმარტებით, ქვეყანაში 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი უშუალოდ არჩევნების პროცესს დააკვირდება.

"ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეუთოდან, ODHIR-იდან მივიღეთ უკვე დამკვირვებლები, რომლებიც წინასააეჩევნო პროცესებს აკვირდებიან. ვისაუბრეთ იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც არის ჩვენს რეგიონში და იმაზე, როგორ უნდა დაუპირისპირდნენ ამ საფრთხეებსა და გამოწვევებს," - განაცხადა ვაშაძემ.

"კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა მინისტრთან. საქართველო ეუთოს აქტიური წევრია და განვიხილეთ უამრავი თემა. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ჟენევის დისკუსია, ასევე ვისაუბრეთ ეუთოს შემდგომი ჩართულობის თაობაზე საქართველოსთან და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების საკითხებზე. ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს, წევრ ქვეყნებთან ერთად. მონაკოში გამართული საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიღებული დოკუმენტი ასახავს პარლამენტართა ხედვას ამ კონკრეტულ საკითხებზე," - განაცხადა ზანიერმა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...