Jump to content
Planeta.Ge

ერორი- `ენ-დი-აიმ` ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/07_12/61313.jpg

 

აშშ-ის "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI), დღეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. `ენ-დი-აის` კვლევა 4-დან 22 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში ასახულია მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ.

ტრადიციულად, ამერიკულმა ორგანიზაციამ პოლიტიკური რეიტინგები არ გაასაჯაროა და მხოლოდ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილა ყურადღება.

`ენ-დი-აის` კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის გამოკითხულთა 58 პროცენტი სამუშაო ადგილებს ასახელებს, 33 % -ტერიტორიულ მთლიანობას, ამდენივე - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, 27 % - სიღარიბეს და 21% - პენსიებს.

კვლევის პერიოდში გამოკითხულთა 69 % თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.

კითხვაზე, - როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, - პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 53 % მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 23% კი საპირისპიროს ადასტურებს.

კითხვაზე, - ”საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?” - გამოკითხულთა 38-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, 43-მა - უარყოფითი

გამოკითხულთა 32 % მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას; 22% თვლის, რომ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება; 19% აცხადებს, რომ საქართველო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული; 15% კი მიიჩნევს, რომ საქართველო მომავალში შესაძლოა გახდეს დემოკრატიული, თუმცა ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება.

ენდიაის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 58 % სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ან საერთოდ გამოკითხულთა 33% არ ეთანხმება.

ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისთვის შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობა ძირითადად ეყრდნობა ამომრჩეველთა სიის კარდაკარ გადამოწმების მეთოდს. იცოდით თუ არა ამ კომისიის შესახებ? ამ კითხვაზე გამოკითხულთა 78-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა.

ამდენივე გამოკითხული მიიჩნევს, რომ ამ კომისიის საქმიანობა გააუმჯობესებს ამომრჩევლის სიებს. უარყოფითი პასუხი ამ კითხვაზე 9 პროცენტმა გასცა.

აშშ-ის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 55 % მიიჩნევს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან ან მეტნაკლებად კარგად ჩატარდება. 21 პროცენტი კი თვლის, რომ არჩევნები ნაწილობრივ ან სრულად გაყალბდება.

გამოკითხვის მიხედვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მთავარი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვაა, ასე ფიქრობს გამოკითხულთა 22 %.

ენდიაის კვლევებში საგარეო ურთიერთობებზეც არის საუბარი, გამოკითხულთა 44 მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, - გამოკითხულთა 70 პროცენტისათვის მისაღებია, ნატოს წევრობას 62 % უჭერს მხარს, პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ იმ პირობით, თუ რუსეთი გაიწვევს საელჩოებს აფხაზეთიდან და ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთიდან, მისაღებია 55 პროცენტისთვის, ამდენივე მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი 75-მა პროცენტმა გასცა. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გამოკითხულთა 25 % არ გეგმავს.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...