planetanews Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61314.jpg აშშ-ის ლოგისტიკის დეპარტამენტი პროდუქციას საქართველოსგანაც შეიძენს. მას ამის უფლებას კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება აძლევს. ამ თემაზე, დღეს, საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე იმსჯელეს. დღეს, შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა. სიმპოზიუმი ორ დღეს გასტანს – ამ პერიოდში პენტაგონის მაღალჩინოსნები 120 ქართულ კომპანიას განუმარტავენ, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამერიკის თავდაცვის უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, რომლისთვისაც ვაშინგტონმა წელს 47 მილიარდი გამოყო. აღსანიშნავია, რომ პენტაგონის ტენდერებში მონაწილეობის საშუალება საქართველოს წელს პირველად ეძლევა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts