planetanews Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61315.jpg 6 ივლისს ცნობილი მთამსვლელი და ბეისჯამპერი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი პარაშუტით ხტომაში, - ვალერი როზოვი - კავკასიონის სიმბოლოს - ლეგენდარული უშბის მთის სამხრეთ მწვერვალიდან, 4300 მეტრის სიმაღლიდან, გადმოხტა. ეს იყო ბეისჯამპინგის ისტორიაში პირველი ნახტომი ე.წ. ”ვინგსუიტის” გამოყენებით უშბის მთიდან. 47 წლის რუსი სპორტსმენის ვალერი როზოვის უშბის ექსპედიცია 28 ივნისს დაიწყო. სპორტსმენებმა უშბის მწვერვალის მისაღწევად ჯაფარიძის მარშრუტი აირჩიეს, მწვერვალზე ასასვლელად მათ ორი დღე დასჭირდათ, ექსპედიცია კი რვა დღეს გაგრძელდა. უშბის მწვერვალზე, ვალერი როზოვთან ერთად, ”რუსთავი-2”-ის ოპერატორი, ნიკა ლებანიძეც, იმყოფებოდა. პროექტის განხორციელება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ”ინბოქსის” ინიციატივით გახდა შესაძლებელი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts