planetanews Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61310.jpg ვილფრედ მარტენსმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა "რუსთავი 2-ს". "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი აცხადებს, რომ გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული ევროკავშირში ინტეგრაციისათვის სწორი გზაა და ამ მიმართულებით ქვეყანაში რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დღესვე მარტენსმა განმარტებები გასულ კვირას გამოცემა "ლემონდში" დაბეჭდილ ღია წერილთან დაკავშირებითაც გააკეთა. "ჩემი სტატია "ლემონდში" იყო რეაქცია სხვა სტატიაზე, რომელიც ამავე გაზეთში ევროპელი ლიბერალების ლიდერმა ბატონმა ვატსონმა გამოაქვეყნა და რომელიც იყო იმ ოლიგარქის მიერ ინსპირირებული, რომელიც ვახსენე. ჩემი მოვალეობა იყო - მქონოდა რეაქცია ყოველივე ამაზე, რათა საქმის კურსში ჩამეყენებინა ევროპარლამენტის წევრები და სხვა ლიდერები დებატების წინ, რომლებიც ევროპარლამენტში იგეგმებოდა. ძალიან გაოცებული დავრჩი, როდესაც ვნახე, რომ ისინი არ იყვნენ რეფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში მრავალწლიანი რეფორმების შემდეგ. ეს ჩემი მოვალეობა იყო, როგორც ევროპის უდიდესი პოლიტიკური ოჯახის პრეზიდენტისა, რომ დამეზუსტებინა ეს ინფორმაცია და მე ეს გავაკეთე, რადგანაც ამას შედეგიც მოჰყვა ევროპარლამენტში დებატების დროს. ამ ახალგაზრდა დემოკრატიაში - საქართველოში ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რეფორმებისა და იდეების გატარება ვალდებულებების აღებასა და სიმამაცეს მოითხოვს. მეთოდები, როგორიცაა ამომრჩევლების ხმების მოსყიდვა და პოლიტიკისა და ფულის ერთმანეთში არევა, არის ყოფილი კომუნისტური რეჟიმის მეთოდები და ეს დემოკრატიისთვის მიუღებელია. ახალგაზრდა დემოკრატიისთვის ძნელია შეინარჩუნო ის პოზიცია, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მეგობრები ინარჩუნებენ და ჩვენ მათ ამ მცდელობებში მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩვენ თავს ვესხმით ფულისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევას. ეს ევროპული პოლიტიკური ცხოვრების სტილის ნაწილია," - განაცხადა მარტენსმა. სკანდალური წერილი "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა ფრანგულ გაზეთ `ლემონდში` 5 ივლისს გამოაქვეყნა. წერილში სათაურით - `განვამტკიცოთ დემოკრატია საქართველოში`- ვილფრედ მარტენსი სტრასბურგში დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts