planetanews Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/mishiko1-300x214.jpgროგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბათუმში ევროპის სახალხო პარტიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის სამუშაო სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მქონე ქვეყანა იქნება. “ის, რაც ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ ბათუმში, ამას თითოეული ქართველისთვის უახლოესი წლების განმავლობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. პირველი არის ის, რომ დეკლარაციამ მხარი დაუჭირა, ევროკავშირმა ნათლად გამოხატოს მზადყოფნა საქართველოს და ამ ქვეყნების, რომლებიც მზად იქნებიან, ევროკავშირის წევრობისთვის. ეს ძალიან სერიოზული განაცხადია. ჩვენ მომავალ წელს გვაქვს სრულიად რეალისტური შანსი, გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია ბაჟის გარეშე შევიდეს ევროპის კავშირის ქვეყნებში, რაც ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს. მეორე, ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ჩვენ ამმხრივ ძალიან სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ. შანსი გვაქვს, მომავალი წლისთვის ეს მოლაპარაკებები დავამთავროთ. თუ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენ ვილნიუსის სამიტმა მოგვცა განაცხადი, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ, ეს იქნება ისტორიული გარღვევა საქართველოსთვის. ეს ვადა ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ემთხვევა ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს და თუ შევძლებთ, ამ დროისთვის საქართველო ვაქციოთ მყარად ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მქონე ქვეყანად, უვიზო მიმოსვლით, თავისუფალი ვაჭრობის მქონე ქვეყანად, ეს არის ოცნების იქით. ჩემი პრეზიდენტობა დავიწყე იმით, რომ ევროკავშირის დროშა ავწიეთ და მაშინ ბევრს ეს სასაცილოდ არ ეყო და ჩემი პრეზიდენტობის ვადას დავასრულებ იმით, რომ ევროკავშირის დროშას ევროპასთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა საქართველოსთვის დაემატება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts