planetanews Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/saakashvili1-300x225.jpgროგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბათუმში ევროპის სახალხო პარტიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის სამუშაო სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმა დაადასტურა, რომ “ევროპა არც ფულზე იყიდება და არც დიდ, განსაკუთრებით რუსულ ფულზე”.“თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტში დებატებზე საქართველოს შიდა საკითხები იქნა განხილული. პრაქტიკულად, ყველა ფრაქციის წარმომადგენელი გამოვიდა და მე ვფიქრობ, ძალიან ნათელი გზავნილი გაუგზავნეს ყველას, რომ ევროპა არ იყიდება არც ფულზე და არც დიდ ფულზე, განსაკუთრებით – რუსულ ფულზე. ეს არის ჩემთვის ნათელი გამოხატულება, რატომ გვინდა, ჩვენ ევროპაში. განსხვავებით სხვა სივრცისგან, სადაც ჩვენ უკან მიგვათრევენ, ევროპული სივრცე, სადაც ჩვენ მივდივართ, ჩვენი ისტორიული კულტურული გარემოა, სადაც ასეთი მაქინაციებით, მოსყიდვებით საქმეს ვერ გააჩალიჩებ და ვერ გაჩარხავ, როგორც ეს კრემლის დერეფნებში ხდებოდა”, – განაცხადა სააკაშვილმა. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts