planetanews Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/mixail-saakashvili91-300x300.jpgროგორც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განცახადა, “საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს რამდენიმე ათეული დამკვირვებელი დააკვირდება, არჩევნების მიმდინარეობას კი კიდევ დამატებით რამდენიმე ათეული დაემატება”.მხარებმა ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითრებაზე იმსჯელეს. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა ევროპული ინსტიტუტებიდან ქვეყანაში ბევრი დამკვირვებლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი და თავად არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად წარიმართოს. ლამბერტო ზანიერიმ კი ქვეყნის პირველ პირს ამ საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ საქართველოში რამდენიმე ათეული დამკვირვებელი წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდება და დამატებით რამდენიმე ათეული – არჩევნების მიმდინარეობას.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts