planetanews Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/axali-memarjveneebis-axali-logo4-300x198.jpgროგორც “ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, “ოზურგეთში სადაზღვევო პოლისით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება”.კალანდაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მერიელებს არც გზა აქვთ, არც წყალი, მათთვის მაინც ყველაზე მტკივნეული ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაა.“სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უმწეოს სადაზღვევო პოლისით უკმაყოფილებას გამოხატავენ. დაზღვეულები აცხადებენ, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღება რთულდება, ხშირად უარს იღებენ, ექიმები იმ მედიკამენტებს უწერენ, რომელსაც სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს. კარგია, რომ ქვეყანაში დაზღვეულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ ამავე დროს დაზღვეულთა სამედიცინო მომსახურების ოპერატიულობა და ხარისხი რომ ეცემა, ეს სერიოზული პრობლემაა და როგორც სადაზღვევო კომპანიების, ისე მედიაციის სამსახურის რეაგირების საგანი უნდა გახდეს”, – განაცხადა კალანდაძემ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts