Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- აკაკი მინაშვილი NDI კვლევის შედეგების შესახებ საუბრობს


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/akaki-minashvili-300x295.jpgუმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილს განცხადებით, ყველაზე მთავარია ის, რომ ხელისუფლებისთვის ეს კვლევები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებაა და ეს საკითხებია სამუშაო ადგილები, პენსიები, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ტერიტორიული მთლიანობა. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და გაგრძელდება კიდეც.

კონკრეტულად დემოკრატიასთან მიმართებაში ადამიანების დამოკიდებულების გაუარესების შესახებ, მინაშვილი ამბობს, რომ ბევრი რეფორმა ჩაატარა ხელისუფლებამ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. ამ რეფორმებს შორის მინაშვილმა “მასთ ქერი” დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ პრინციპის გატარების მიზანი, ადამიანების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაა.

“საქართევლოში დემოკრატიის პრობლემა არ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია კონსოლიდირებულია, ჩვენ ბევრი რეფორმა ჯერ კიდევ გასატარებელი გვაქვს, ეს რეფორმები საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაგრძელდება”, – დასძინა მინაშვილმა.

დეპუტატს ასევე მიაჩნია, რომ პოლიტიკური დემოკრატიის დამაზიანებელი პოლიტიკური კორუფციაც არის და ამ მხრივ მინაშვილი „ბრალს “ ბიძინა ივანიშვილს სდებს.

“ეს არ არის მარტო ჩვენი სიტყვები, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი საერთაშორისო ექსპერტის და საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ადამიანების მოსყიდვა, ეს არის დემოკრატიისთვის სერიოზული ზიანი”, – განაცხადა მინაშვილმა.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...