planetanews Posted July 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2012 16 წლის გოგონას ქორწილის ღამე პოლიციაშიავტორი ეთერ თურაძე22:20 09.07.2012 მომავალმა მეუღლემ და დედამთილმა ჯერ კიდევ ქორწილის ბოლო სტუმრის გაცილებამდე მიიყვანეს პატარძალი ქობულეთის პოლიციაში. 16 წლის პატარძალს პოლიციაში ღამის პირველიდან დილის 6 საათამდე აიძულებდნენ ეთქვა, ვისთან და როდის ჰქონდა პირველი სექსი. გოგონას, რომელსაც პოლიციელები უწოდებდნენ უსირცხვილოს და სიმართლის დამალვის შემთხვევაში ნეკნების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ, ორი ექსპერტიზა ჩაუტარეს. ორივე დასკვნის მიხედვით გოგონა ქალწულია. http://3.bp.blogspot.com/-9jpJbDPkI8k/T_se83PK2FI/AAAAAAAAHq4/GPEkQCpzUEY/s200/foto%2Baraferkavshirshia%2Bstatiis%2Bgmirtan.jpgმისი პირობითი სახელია მარიამი. 16 წლისაა. მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედასთან ერთად ცხოვრობს. როდესაც სასიძო, 26 წლის სიმონი (სახელი პირობითია) მივიდა მარიამის დედასთან შვილის ხელის სათხოვნელად, დედას გაუხარდა, „ვიფიქრე, ბავშვს დავალაგებდი...“ გააფრთხილა - „არ გეგონოს ქონების გამო გაძლევ“. დედას ერთი რამის ეშინოდა, რაც მომავალ სასიძოს გაუმხილა კიდეც, - მისმა შვილმა საჭმლის მომზადებაც კი არ იცოდა. სიმონმა გასცა დაპირება: „ეგ არ არის პრობლემა, ჩემს ჭკუაზე გავზრდი“. 40 დღის შემდეგ, 24 ივნისს დაინიშნა ქორწილი. დაახლოებით ღამის 11 საათის შემდეგ საძინებელში განვითარებულ მოვლენებს მარიამი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვება: „შუქი აანთო და მითხრა, ზეწარი დასვრილი რატომ არ არის, ქალიშვილი არ ხარო. მეც დავხედე ზეწარს _ დასვრილი მართლა არ იყო. ძალიან შემეშინდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ იყო სისხლი. ვიფიქრე, ეტყობა რაღაც მჭირს-მეთქი. მეუბნებოდა მეთქვა, ვისთან ვიწექი. ვუთხარი, რომ შეიძლება ბავშვობაში რაღაც იყო. მერე დაიჩემა, გვარი მითხარი, ჩვენ შორის დარჩებაო. გვარიც ვთქვი. მაგრამ სახელი ვეღარ ვთქვი. ვინ მეთქვა, არ ვიცოდი“. სიმონი მარიამს ჩაცმას უბრძანებს და საქორწილო დარბაზში მიჰყავს, სადაც თავის დედას ხვდება. იქიდან მარიამის დეიდასთან მიდიან. მარიამს დეიდა უყვირის, მაგრამ სახლში არ იტოვებს. სიკოს მარიამი სოფლის პოლიციაში მიჰყავს და ითხოვს, მარიამს ხელწერილი დააწერინონ. პოლიციაში სიმონს უხსნიან, რომ ეს მათი საქმე არ არის. სიმონი გადაწყვეტს, რომ მარიამი დედასთან, მართასთან (სახელი პირობითია) გაუშვას მანქანით, მაგრამ თავისი დედის, ელენეს (სახელი პირობითია) მითითებით - „ხელწერილს აქ თუ არ აკეთებენ, ქობულეთში წავიყვანოთ, მერე შარს მოგვდებენ“ - ისევ პოლიციაში მიდიან, ამჯერად ქალაქ ქობულეთში. ქობულეთის პოლიციაში მარიამი მანქანიდან გადაჰყავს ორ პოლიციელს - ქალებს. ისინი საქმროს და სადედამთილოს ჰპირდებიან, რომ მარიამს ყველაფერს ათქმევინებენ. მარიამი: „ერთი იმას მეუბნებოდა, ერთი - ამას. კაცები მიყვიროდნენ. მერე დაწერეს, რომ აქტი თუ რაღაც მქონია ვიღაცასთან და ხელი მომაწერინეს. მეუბნებოდნენ, თუ არ იტყვი, ციხეში ჩაგაგდებთ, სამი წელი ციხეაო. იმ წუთას ოღონდ მომშორებოდნენ, სისულელეები ვთქვი.... არ ვიცი, ახლა ჩემს ხელმოწერას რა ეშველება.ხელი რომ მოვაწერე, მერე მითხრეს, რომ სახელი დამესახელებინა. დედაჩემს თუ არ მოიყვანთ, არაფერსაც არ ვიტყვი-მეთქი. მელოტი რომ იყო პოლიციელი, იმან მითხრა, ნეკნებს რომ დაგამტვრევენ, მერე იტყვიო“. გოგონას დაკითხვა დედის მისვლის შემდეგაც გაგრძელდა. დედა შეეცადა შვილის დაცვას, მაგრამ პოლიციელებმა გააფრთხილეს, რომ ხელს უშლიდა:„პოლიციაში აქამდე არ ვყოფილვარ. მითხრეს, ხელს ნუ გვიშლიო და მეგონა, არ მქონდა უფლება... ჩემი შვილი, იცით, როგორი დამხვდა... დედას შეუძლია მაგ დროს შვილს ეცეს და ცემოს, მაგრამ შვილი იმ მდგომარეობაში დამხვდა, თავისთავად მკვდარი იყო. მე რომ შევედი, ერთი მელოტი და ერთი შავგრემანი კაცი იყო, კომპიუტერთან ვინ იჯდა, აღარც მახსოვს. უყვიროდა მელოტი - წეღან ხომ გვითხარი, 13 წლის ასაკში რომ გქონდა სექსიო. მე მითხრა, შენს მოსვლამდე ამ ბავშვმა ყველაფერი აღიარაო...“ დილის ექვსი საათისთვის პოლიციამ დედა-შვილი სახლში გაუშვა. რადგან შვილი მუდმივად იმეორებდა, რომ სიმონის გარდა არავისთან ჰქონია ურთიერთობა, დედამ მარიამი 25 ივნისს ექსპერტიზაზე წაიყვანა სამხარაულის ბიუროში: „დასკვნაში წერია, რომ საქალწულე აპკი მთელია. 26-ში პოლიციამ წაიყვანა ექსპერტიზაზე - მათ დასკვნაშიც იგივე წერია... იცი, როგორ აწამეს ჩემი შვილი გასინჯვის დროს. თქვა, ცხოვრებაში არ გავთხოვდებიო. ისე მტკივნეული ყოფილა თურმე“. მარიამი ფსიქოლოგთანაც ჰყავდათ. მართა ამბობს, რომ შვილს რეაქცია არაფერზე აღარ ჰქონდა. ექიმთან მარიამი ადვოკატების რჩევით მიიყვანეს: „არც ჭამდა, არც ფეხზე დგებოდა, არც მელაპარაკებოდა. შვილი ცოცხლად დავმარხე და მეც დავიმარხე... ახლა ცოტა უკეთ არის, დამამშვიდებელი წამლების მიღებამ უშველა“. მართა ამბობს, რომ უნდა, შვილი ცოტა ხნით მაინც გაარიდოს სოფელს, მაგრამ არ იცის, სად წაიყვანოს. მართა: „უნდოდა ექთნობა ესწავლა. რომ ჩააბარებდეს, გავუშვებდი. არ ვიცი, როგორ დავეხმარო“. ქობულეთის პოლიცია ქობულეთის პოლიციაში მარიამის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც 16 წლამდე ასაკის მოზარდთან სქესობრივ კავშირს ეხება. საქმეს ნანა სურმანიძე იძიებს. „ბათუმელებმა“ ექვსი პოლიციელიდან იმ სამის ვინაობაც დაადგინა, რომლებიც 24 ივნისს ქობულეთის პოლიციაში მორიგეობდნენ და, სავარაუდოდ, მარიამი დაკითხეს. ერთ-ერთი მათგანი, ნინო ჩინჩალაძე იმ ღამით მარიამის მათთან მიყვანის ფაქტს ადასტურებს. კითხვას - რითი ხსნით 16 წლის არასრულწლოვნისთვის პოლიციაში ხელწერილის დადებას, ნინო ჩინჩალაძე ასე პასუხობს: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ნამდვილად ჟურნალისტს ვესაუბრები. თუ რამე გაინტერესებთ, საქმის გამომძიებელს მიმართეთ; საქმესთან დაკავშირებით ჩემთვის არაფერია ცნობილი, დანამდვილებით ვიცი, რომ ეგ გოგო პოლიციაში 24-ში მოიყვანეს. ის სულ სხვებმა გამოკითხეს“. „ბათუმელებთან“ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა საქმის გამომძიებელი, ნანა სურმანიძეც: „რამდენადაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მე არ ვარ კომპეტენტური და არც უფლებამოსილი, გითხრათ, რა მუხლით არის საქმე აღძრული“. ნანა სურმანიძემ უპასუხოდ დატოვა კითხვა - რის საფუძველზე დაიწყო ძიება 13 წლის ასაკში მარიამის სქესობრივი კავშირების დასადგენად, როდესაც ხელთ აქვს პოლიციის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანს სქესობრივი ურთიერთობა არავისთან ჰქონია? „ბათუმელებმა“ 24 ივნისის ღამეს კიდევ ორი მორიგე პოლიციელის ვინაობა დაადგინა, მაგრამ ზაზა მჟავანაძესა და ქეთი დევაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ნონა ნაკაშიძე,ექიმი-ფსიქოთერაპევტი: რასაც მიყვებით, ეგ თუ სიმართლეა, ეს არის ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ფაქტი. გარდა ამისა, ბავშვის უფლებების დარღვევა. მე, როგორც სპეციალისტი, იმ ეგრეთ წოდებულ ქმარს სექსუალურ ძალადობაში დავდებდი ბრალს. გამოდის, მან გოგოსთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება იმ მიზნით სცადა, რომ „დაედგინა“, ქალიშვილი იყო თუ არა. ამას ფსიქოლოგის ახსნა არ სჭირდება, ამას თვითონ გოგონა ხსნის - ოღონდ თავი დაენებებინათ და გვარი დაასახელა.სქესობრივი ურთიერთობის საკითხებში გაურკვეველ ძალიან ბევრ გოგოს აქვს ასეთი ცრურწმენა და შიში, - ვაითუ არ აღმოვჩნდე ქალიშვილი. არ არის აუცილებელი საქალწულე აპკის დარღვევას სისხლიც ახლდეს თან. კულტურალური წნეხის პირობებში, ამისი შიში აქვთ გოგოებს. იმედს ვიტოვებ, რომ ამ გოგოს უფლებებს კარგად დაიცავენ ადვოკატები. გარდა ამისა, ვთხოვ მშობელს, ხვალვე მიიყვანოს გოგონა ბავშვთა ძალადობის ცენტრში ბათუმში, სადაც ფსიქოლოგები სწორედ სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, მას მულტიფაქტორული რეაბილიტაცია სჭირდება. ძალიან მინდა კორექტული ვიყო, მაგრამ ამ გოგონას შემთხვევაში ადგილი აქვს კომპლექსურ „გადავლას“. მისთვის ძალიან მძიმე სტრესი მიუყენებიათ. ძალადობის მსხვერპლის მიმართ პოლიციის ასეთი აქტიურობა ჩემთვის გაუგებარია. ეს არის პროვინციული ენთუზიაზმი მათთვის პროვინციულად საინტერესო თემაზე.ერთი მხრივ, ეს სტიგმის შემცველი თემაა და ძალიან უნდა ვიზრუნოთ ამ გოგონას იმიჯზე, მეორე მხრივ კი, მიკროსოციუმს სჭირდება განათლება, მსგავსი რამ სხვას რომ არ დაემართოს. ადვოკატები მარიამის უფლებებს მზია დიასამიძე და ირაკლი შავაძე დაიცავენ. მზია დიასამიძე ამბობს, რომ განცხადება შეიტანეს მთავარ პროკურატურაში, სახალხო დამცველთან და მიმართეს სანდრა რულოვსს - საქართველოს პირველ ლედის. მზია დიასამიძე: „საჩივარს ვწერთ 144-ე მუხლის მე-3 პუნქტით. ეს არის პირის დამცირება, ან ღირსების, პატივის შელახვა, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. ასევე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტება არასრულწლოვნის მიმართ. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გვაქვს. ვთხოვე, ადვოკატი ვარ და მომეცით-მეთქი, მაგრამ გამოძიება არ დამთავრებულა და ვერ გადმოგცემთო. გამოძიებას აქვს გონივრული ვადა, თუმცა ეს შეიძლება რამდენიმე წელს გაგრძელდეს. როცა გოგო დაზარალებულად არის ცნობილი 140-ე მუხლით, მაგრამ ორი ექსპერტიზის დასკვნა უდევთ, რომ ის ქალწულია, გამოძიება აღარ უნდა გაგრძელდეს. საქმის აღძვრით ქობულეთის პოლიცია თავისი ქმედების გამართლებას ცდილობს, თითქოსდა გოგონამ, როგორც დაზარალებულმა, მიმართა მათ განცხადებით. ამ დროს გოგოს კი არ მიუმართავს, ის აიძულეს, ეთქვა სისულელეები, მერე დაკითხეს მოწმის სახით, მერე კი დაზარალებულად ცნეს“. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png | თანდართული ფოტო წარმოადგენს მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს და არ გახლავთ გოგონა, რომელზეც სტატიაშია საუბარი | http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts