planetanews Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 20:25 10.07.2012 შსს-ს თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლებად დაიწყეს მუშაობა. ეს მათ გაჭირვების გამო არ გაუკეთებიათ. ნაციონალებმა ახალი სქემა შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც, შსს-ს თანამშრომლების ნაწილს დავალება მისცეს, რომ ტაქსის მძღოლებად „გარდაიქმნენ“ და მოსახლეობას მოემსახურონ. http://1.bp.blogspot.com/-FNOYVyw4QFI/T_xAu8Zz92I/AAAAAAAAHrI/1wl4m7Zvplc/s200/taqsi%2Btbilisi.jpgშსს-ს თანამშრომლებმა საკუთარ მანქანებს ტაქსის აღმნიშვნელი ნიშანი დაადგეს და „სატაქსაოდ“ გავიდნენ. მოქალაქე, რომელიც ტაქსს აჩერებს, აზრადაც არ მოსდის, რომ მას შსს-ს თანამშრომელი ემსახურება და არა ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლი. ასეთი ფაქტის მოწმე ამ დღეებში რამდენიმე თბილისელი გახდა. მათ ტაქსი გააჩერეს და როდესაც დანიშნულების ადგილას მივიდნენ, ეზოში მდგარმა ბიჭებმა საკუთარი რაიონის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნეს. რისთვის დაჭირდათ შსს-ს თანამშრომლებს ამგვარი ტრანსფორმაცია ძნელი გამოსაცნობი არ არის, თუ იმ საუბრის შინაარსს გავითვალისწინებთ, რომელიც ვითომ ტაქსის მძღოლსა და მის მგზავრს შორის გაიმართა. შსს-ს თანამშრომლები მგზავრთან საუბარს ნაციონალების კრიტიკით იწყებენ და ამით მოსახლეობის განწყობის გაგებას ცდილობენ. მას შემდეგ რაც მგზავრის რეაქციას მიხვდებიან, პირდაპირ საქმეზე გადადიან. მათი ტექსტის შინაარსი დაახლოებით ასეთია: ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მიერ გამოგზავნილი კაცია, მას ხალხი ბრმად არ უნდა ენდოს, რადგან ქვეყანას დაღუპავს. მგზავრთან „გულახდილი“ საუბრისას, მძღოლს მეტი დამაჯერებლობისთვის გარკვეული მაგალითებიც მოჰყვს, რომელიც ივანიშვილის რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან კავშირზე მიუთითებს. ტაქსის მძღოლის საქმიანობას ამოფარებულ შსს-ს თანამშრომლებს მოსახლეობაში ჭორებისა და ინფორმაციის „დიდი დოზით“ გავრცელება ევალებათ. ასე, რომ ნაციონალებმა ხალხზე „ზრუნვა“ იმდენად მოინდომეს, რომ საკუთარი „ტაქსით“, არც მეტი არც ნაკლები, შსს–ს მაღალი თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკები მოგემსახურებიან. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts