planetanews Posted July 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2012 რამოდენიმე საინტერესო კითხვა თავისი სწორი პასუხით, რომელიც გამოადგებათ პედაგოგებს... 1.ჩამოთვალეთ ეუკარიოტული & პროკარიოტული უჯრედის სამი საერთო ნიშანი... პასუხი: პლაზმური მემბრანა, ციტოპლაზმა, რიბოსომა. 2.ჩასვით ტექსტში გამოტოვებული სიტყვები: პროდუცენტები კვების ტიპის მიხედვით ... ორგანიზმებს მიეკუთნებიან, მათ მიერ სინთეზირებული ნივთიერებებით იკვებებიან ... რომლებსაც ... კვება ახასიათებთ. ... მოქმედების შედეგად ნიადაგში წარმოიქმნება მინერალური მარლები, რომლებსაც კვლავ პროდუცენტები იყნებენ ... ნივთიერებების სინთეზისათვის. 3. ჩამოთლილი ნივთიერებებიდან ამოწერეთ მხოლოდ ისინი, რომელებიც შეიწოვება უცვლელად საჭმლის მომნელებელ სისტემაში? ცილები, გლუკოზა, ამინომჟავები, ვიტამინები, ცხიმები, სახამებელი, ცელულოზა. პასუხი:გლუკოზა, ამინომჟავები, ვიტამინები. 4.დაასახელეთ მხოლოდ ის ორგანოიდები, რომლებიც გვხვდება როგორც ცხოველურ ისე მცენარეულ უჯრედში პასუხი:რიბოსომა, მიტოქონდრია, ლიზოსომა, ცენტრიოლი. 5.ჩამოთვლილთაგან დაასახელეთ ის ჯგუფი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ეკოსისტემის არსებობა? პირველი ტიპის კონსუმენტი, რედუცენტი, მეორე რიგის კონსუმენტი, პროდუცენტი, მესამე რიგირს კონსუმენტი. პასუხი: რედუცენტი, პროდუცენტი 6.აღწერეთ რა ცვლილებებს იწვევს ადრენალი: გულში, ღვიძლში, სასუნთქ გზებში. პასუხი: გულში:-შეკუმშვათა გაძლიერება & გახშირება. ღვიძლში: - გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად. სასუნთქ გზებში:-აფართოებს ბრონქიოლებს. 7.დაასახელეთ ჰორმონი, რომლის მოქმედება ემთხვევა ადრენალის ერთ-ერთ ფუნქციას. პასუხი:გლუკაგონი - გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად. (ხოლო პირიქით გარდაქმნას უზრუნველყოფს ფერმენტი-ინსულინი) 8.ჩაწერეთ გამოტოვებული სიტყვები: მოტორული ზონა განლაგებულია ..... ღარის წინ. ... წილში ცენტრალური ღარის უკან, .... წილში მოთავსებულია კან-კუნთოვანი ზონა. მხედველობის ზონა განლაგებულია .... წილში, სმენის ზონა კი - ....წილში. პასუხები:ცენტრალური, შუბლის, თხემის, კეფის, საფეთქლის. 9.დროზოფილას პირველადი სასქესო უჯრედის ბირთვში ინტერფაზის დასაწყისში რვა ქრომოსომაა. რამდენი ქრომოსომა და დნმ-ის რამდენი მოლეკულაა ასეთი უჯრედის ბირთვში II მეიოზური გაყოფის ტელოფაზაში? პასუხი:ოთხი ქრომოსომა & დნმ-ის ოთხი მოლეკულა. 10.რომელი ექსკრეტორული ორგანოდან გამოიყოფა ჩამოთვლილი მავნე ნივთიერებები:შარდოვანა, შარდის მჟავა, ნახშიროორჟანგი და მძიმე მეტალები.პასუხი:შარდოვანა - თირკმელებით და საოფლე ჯირკვლებით; შარდის მჟავა - თირკმელებით; ნახშირორჟანგი - ფილტვებით; მძიმე მეტალები - მსხვილი ნაწლავით. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/images_13.jpeg ტეგები: ბიოლოგიაბუნებისმეტყველება კატეგორიები: Lifestyleგანათლებამეცნიერება View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.