Jump to content
Planeta.Ge

ბბ რევოლუციას გეგმავსო, გამყრელიძემ


Recommended Posts

დავით გამყრელიძე:,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს რევოლუციას!...“_ ინტერვიუ ,,ახალი მემარჯვენეების“ ლიდერთან. ,,ივანიშვილმა თავისსავე პირველივე განცხადებაში თქვა, რომ სჭირდება კონსტრუქციული უმრავლესობა, რომ მის გარდა არავინ არ უნდა დარჩეს. პირისპირ უნდა დარჩნენ ის და სააკაშვილი, სამი მეოთხედი უნდა აიღოს მომავალ პარლამენტში, მისი ეს განცხადება პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ იგივე პოლიტიკური სპექტრის მონოპოლიზება აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილს, როგორც ის თავის დროზე გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს რევოლუციის გარეშე წარმოუდგენელია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ივანიშვილი აშკარად რევოლუციაზე ფიქრობს და მეტიც, გეგმავს რევოლუციას“. გამყრელიძის აზრით, ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ჩვეულებრივი არჩევნების შემთხვევაში იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც აუცილებლად იქნება ,,ნაციონალური მოძრაობაც“, კოალიცია ,,ოცნების“ წარმომადგენლებიც, ,,ახალი მემარჯვენეებიც“ და ასევე სხვა პარტიებიც. ,,აქედან გამომდინარე, ივანიშვილს ეს განლაგება სრულიადაც არ აწყობს და მისი განცხადებებიდან ჩანს, რომ მას სჭირდება აბსოლუტური ძალაუფლება, სადაც იგი ერთპიროვნულად გადაწყვეტს ყველაფერს. სხვათა შორის, ეს პათოსი ,,ქრონიკასთან“ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუშიც გამომჟღავნდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ივანიშვილი რევოლუციას ამზადებს, გარკვეულ რეპეტიციას გადის ახლა რეგიონში ხალხმრავალი მიტინგებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს კოალიცია არჩევნების შემდგომ დღეებში. პირდაპირ ვაცხადებ,_ როგორც თავის დროზე ვიყავი სააკაშვილის წინააღმდეგი თავისი რევოლუციით,. ასევე კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები ბიძინა ივანიშვილის რევოლუციის. იმედი მაქვს, რომ ეს ჩანაფიქრი მას არ გამოუვა, არც სააკაშვილს გამოუვა აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნება და არც ივანიშვილს გამოუვა რევოლუცია და ერთპიროვნული ძალაუფლების ხელში აღება“. გამყრელიძის აზრით, ,,ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებს. ეცდება, მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთოს თავისი ამომრჩევლის. ვანო მერაბიშვილის პრემიერად გადაყვანა სწორედ ამას ნიშნავს...“. გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ რევოლუციის შემთხვევაში ,,ივანიშვილი შესაძლოა სააკაშვილზე უფრო დაუნდობელი აღმოჩნდეს. მეტი საფრთხეა, რომ ის მეტ-ნაკლებად კონტროლირებდი იყოს დასავლეთის მხრიდან და ამერიკელებისგან. მათი მეშვეობით, ჩვენ მეტ-ნაკლებად მაინც ვახერხებდით სააკაშვილის შეკავებას, მაგალითად, სააკაშვილს ყოველთვის უნდოდა ჩემი და ,,მემარჯვენეების“ სხვა ლიდერების დაჭერა, მაგრამ ის დამარცხდა ყველაზე მწვავე პერიოდში, რადგან იცოდა, რომ დასავლეთს ამ საკითხზე ძალიან მწვავე რეაქცია ექნებოდა. მე მგონია, რომ ივანიშვილმა თუ ძალაუფლება ხელში აიღო, ასეთი მუხრუჭი მას არ ექნება“.

 

(,,ალია“ №452(2708); ავტორი:ნინო სამხარაძე)

 

პ.ს. რევოლუციონერი მილიარდელი ეს რაღაც ახალია?! :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ოპო იყიდება , ყველაზე ნაძირალა მიშისტზე უარესი ნაძირალა ხდება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ოპო გამყრელიძეა? :D

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს რევოლუციას!...“_

ძალიანაც კარგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ადამიანი არარაობად მიგაჩნდეს და მართლაც არარაობა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მისი ყველა სიტყვა გაუაზრებლად უნდა უარყო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ ვარ წინააღმდეგი სამოქალაქო დაპირისპირების, ნაც

 

მოძრაობამ უნდა დაახვიოს საქართველოდან თავის სამშობლოში-კერძოდ ამერიკაში, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ კარგი პირობები რომ თან წაიღონ, განსაკუთრებით რეპროდუქციული ასაკის ნაციონალებმა, ეს გველის წიწილები თავისი ნაშიერებით აქ არ უნდა ცხოვრობდნენ, ბებრებს დავიტოვებთ, ვაჭმევთ, ვასვემთ და ჩვენი ხარჯებით დავმარხავთ,

მაქვს ლოზუნგი-ნაციანალი უნდა ცხოვრობდეს შტატებში

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს კაცი, მაშინ როდესაც თავის პოლიტიკურ კარიერას იწყებდა სერიოზული ადამიანი მეგონა. დღეს ძალიან ვწუხვარ რომ ასე მწარედ შევცდი. მასხარა და უთავმოყვარეო ყოფილა :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასხარა და უთავმოყვარეო ყოფილა

 

შეხვედრებზე ხალხს გამგეობის ხალხი ახვედრებს და გამგეობის ხალხი მასპინძლობს. ამის შემდეგ, რაზეა ლაპარაკი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამენტ სხვა რა გზა აქვს რო...

სტავკი სლიშკომ ვისოკი...

სასიცოცხლო სასიკვდილო ბრძოლა გამოცხადდა...

ვინც წააგებს ის დიდი ალბატOბით ან ციხეში წავა ან მოკვდება.

ასე რომ ბიძინასაც სხვა გზა არ დაუტოვეს...

ან სიკვდილი ან გამარჯვება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...