planetanews Posted July 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/60351-212x300.jpgგარდაიცვალა ცნობილი ქართველი მევიოლინე მარინე იაშვილი. იაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი იყო.ქართული სავიოლინო სკოლის ერთ– ერთი ფუძემდებლის ლუარსაბ იაშვილის შვილი და მოწაფე.მარინე იაშვილმა პირველი დიდი გამარჯვება 1949 წელს, პრაღაში, კუბელიკის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა. ამ კონკურსმა გაუთქვა სახელი მაშინ სრულიად ახალგაზრდა, 17 წლის მევიოლინეს, რომელიც საერთაშორისო კონკურსის პირველი ლაურეატი გახდა როგორც საქართველოს, ისე მთელი კავკასიის მასშტაბით. მომდევნო წლებში იგი კიდევ ორი, მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა პოლონეთსა და ბელგიაში.მარინე იაშვილის საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული კულტურით, ტექნიკური სრულყოფილებით და ნატიფი გემოვნებით.იგი ფლობდა არსებითად, მთელ სავიოლინო რეპერტუარს. დიდია მარინე იაშვილის დამსახურება ქართული მუსიკალური კულტურის წინაშეც. მის საკონცერტო პროგრამებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებას და ხშირად მათი ნაწარმოებების პირველ შემსრულებლადაც გვევლინება.მარინე იაშვილის ხელოვნებისათვის დამახასიათებელ უნივერსალიზმზე მიანიშნებს ის, რომ იგი არა მარტო უბადლო სოლისტი, არამედ შესანიშნავი ანსამბლისტი და პედაგოგიც გახლდათ, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მარადიული ფასეულობებით ხელმძღვანელობდა და მაღალ ესთეტიკურ იდეალებს ემსახურებოდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts